დანაკარგები არასწორი სტრუქტურის გამო

სტრუქტურის დიზაინში დაშვებული, ერთი შეხედვით მარტივი და უბოროტო შეცდომების გამო ორგანიზაციამ, შესაძლოა, ბაზარზე ზრდის და განვითარების ძალიან ბევრი შესაძლებლობა, უამრავი ფული და დრო დაკარგოს.

მაგალითად:

ა) თუ იდეების გენერაცია იმასვე ევალება, ვისაც ამ იდეების განხორციელება. როგორც წესი, ეს ადამიანები თავს იკავებენ ისეთი იდეების აღმოჩენა-დასახელებისაგან, რომლებიც შედარებით რთული განსახორციელებელია.

ბ) თუ კლიენტების მოყვანა იმავეს ევალება, ვისაც მათი მომსახურება, როგორც წესი, მენეჯმენტამდე ვეღარ ან რთულად აღწევს ინფორმაცია მომსახურებაში არსებული პრობლემების შესახებ.

გ) თუ პროდუქტის გაყიდვები იმასვე ავალია, ვისაც პროდუქტის დამუშავება ან მისი წარმოება, როგორც წესი, მენეჯმენტი ვეღარ იგებს თუ რატომ არ მოსწონთ პროდუქტები მომხმარებლებს და, შესაბამისად, მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებიც მცირდება.

დ) როდესაც გაყიდვების გაზრდა ავალია იმავეს, ვისაც მიწოდება და ოპერაციები, როგორც წესი, რაღაც მასშტაბის მერე, ის გაყიდვების ზრდაზე აქცენტს ამცირებს და მთელი ყურადღება მიწოდების ოპერაციებზე გადააქვს.

ე) თუ პროდუქციის წარმოება სხვას ავალია და ლოჯისტიკა სხვას, როგორც წესი, ყოველთვის პრობლემებია მარაგების, მიწოდების ვადების, საწყობის არასაკმარისობის და სხვა კუთხით. ბევრი არასაჭირო საკითხი, დავა და კამათი ამოდის მენეჯმენტის დონეზე, რის გამოც ბევრი ენერგია და დრო იკარგება.

ვ) თუ პირველ პირს ბევრი ქვედანაყოფი ექვემდებარება, პირადად ძალიან ბევრ ოპერაციულ, ოპერატიულ საკითხებში უწევს ჩართვა, მიუწვდომელი ხდება და მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებას ვეღარ ახერხებს.

ზ) როდესაც უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის პასუხისმგებლობა მკაფიოდ და სწორად არ არის განაწილებული, ისინი ქვევიდან მომავალი იდეების და წინადადებების დაბლოკვას, გადაწყვეტილებების მიღების შენელებას იწყებენ და მთელი პასუხისმგბელობების პირველ პირზე გადაცემას ცდილობენ.

თ) როდესაც ერთს რამდენიმე მნიშვნელოვან ამოცანაზე აკისრია პასუხისმგებლობა, ის ირჩევს მისთვის ყველაზე საინტერესოს და მეტ აქცენტს იმაზე აკეთებს. ასეა მაშინაც კი, თუ იგი ორგანიზაციისათვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია სხვა ამოცანებთან შედარებით.

და ა.შ. და ა.შ

ასეთი “მარტივი” შეცდომები სტრუქტურაში კიდევ ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის დიდიც და მცირეც, რის გამოც ორგანიზაცია შეიძლება ყოველდღიურად ძალიან ზარალობდეს, თუმცა მენეჯმენტი ამ პრობლემებს, როგორც წესი, ადამიანებს, IT, არასწორ პროცედურებს, ან სულაც გარემო ფაქტორებს, კონკურენტებს და კლიენტებსაც კი აბრალებდეს იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სტრუქტურას დააკვირდეს და, პირველ რიგში, სწორედ პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების განაწილებაში ეძებოს შეცდომები.

 

დეკემბერი, 2013წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება