თუ გინდათ ადამიანი სრულიად არაპროდუქტიული გახდეს, ის მისი კომპეტენციის ზღვარს მნიშვნელოვნად უნდა დააცილოთ. ანუ, თუ ადამიანს ისეთ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ, რომლის აწევა მას არ შეუძლია, ის გარკვეული დროის შემდეგ არაქმედითი გახდება.
თუმცა კიდევ უფრო უარესი შეიძლება იყოს შედეგები მაშინ, როდესაც ადამიანს მუდმივად მის კომპეტენციასთან შედარებით მნიშვნელოვნად ადვილი დავალებების შესრულებას ვთხოვთ.
ის ვინც ისეთ დავალებას იღებს, რომლის შესრულებაც არ შეუძლია, წვალობს და მართალია ამოცანას ვერ ჭრის, მაგრამ რაღაცას მაინც სწავლობს.
ის ადამიანი კი, რომელიც მუდმივად მის კომპეტენციასთან შედარებით ბევრად მარტივ დავალებებს იღებს, ვერც ვერაფერს სწავლობს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისიც ფაქტიურად აღარაფერს აკეთებს.
მოტივაციას თანამშრომლები ორივე შემთხვევაში ერთნაირად კარგავენ. მეორე შემთხვევა კი, პირველთან შედარებით ხშირად თანამშრომლებს შორის პირად ურთიერთობებსაც აუარესებს. ამის მიზეზი კი ის მოჭარბებული ენერგიაა, რომელსაც ასეთ დროს ადამიანები გრძნობენ.