იდეალური სტრუქტურა

წლების განმავლობაში შექმნილი იდეალური სტრუქტურა ორგანიზაციის წარმატებასა და კონკურენტუნარიანობას რომ უზრუნველყოფს, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუმცა, არსებობს იდეალური სტრუქტურები, სხვა განმარტებითა და მნიშვნელობით:

იდეალურია სტრუქტურა, რომელიც თავის თავში მოიცავს მუდმივ განვითარებას და პროგრესს. იდეალურ სტრუქტურას შეუძლია უზრუნველყოს კომპეტენციების დაგროვება მნიშვნელოვან საკითხებში, ადაპტირება პრიორიტეტების ან გარემოს ცვლილების მიხედვით, მოქნილობა და არსებული რესურსებით საუკეთესო შედეგების მიღწევა. ასეთი სტრუქტურა ხელს უწყობს ინიციატივების ზრდას ქვემოდან, შესაძლებლობების გამოვლენას და რეალიზებას, მუდმივ დინამიკასა და სწრაფვას უკეთესი შედეგებისკენ, გაუმჯობესებისკენ.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრადიციული და გავრცელებული სტრუქტურები მოკლებულები არიან ამ უნარებს – ისინი დროთა განმავლობაში, ზრდის პარალელურად, სულ უფრო მოუქნელები ხდებიან, სულ უფრო რთულია ცვლილებების განხორციელება, ახალ გამოწვევებზე მორგება და დგება უფრო განსხვავებული, ინოვაციური  სტრუქტურების შემუშავების საჭიროება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება