ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროცესი სამოქმედო გეგმის შედგენისა და გაკონტროლების პროცესია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მაკოორდინირებელი პირი ორგანიზაციაში.
პროცესი სხვადასხვა სქემით შესაძლოა მიმდინარეობდეს. ქვემოდან ზემოთ დაგეგმვის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულები წარადგენენ თავიანთ ამოცანებს, პროექტებსა და სამოქმედო გეგმებს, ხდება ბიუჯეტირება ფინანსებთან ერთად და მტკიცდება დირექტორატზე. ეს არის მენეჯმენტისათვის საუკეთესო ინსტრუმენტი, შემდგომში აკონტროლოს თითოეული მიმართულება – ვინ რა გააკეთა, რამდენად ხარისხიანად და ა.შ..
პროცესის კოორდინატორს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ყველაფრის ორგანიზებაში – შიდა შეხვედრები სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, რათა მოხდეს მათ მიერ იდეების გენერაცია, პროექტების და მიზნების განსაზღვრა, შეიმუშაოს სტანდარტული ფორმები გეგმებისათვის, უზრუნველყოს მოწოდებული გეგმების ერთიან ფორმაში მოყვანა და გაერთიანება, დამტკიცების შემდგომ კი ჩაატაროს ყოველთვიურად გამოკითხვები – რა გაკეთდა არსებული გეგმებიდან, რა შეიცვალა და რა ვერ გაკეთდა, წელიწადში 2-ჯერ კი წარადგენინოს თითოეულ მიმართულებას პრეზენტაცია – შესრულებულ სამუშაოებზე.
ამ პროცესის სათანადო ორგანიზებით დირექტორატს შეეძლება მაქსიმალური შედეგები მიიღოს თანამშრომლებისგან, ვინაიდან ისინი იღებენ პასუხისმგებლობას გარკვეულ საკითხებზე და შემდგომ ყველაფერს გააკეთებენ მათ შესასრულებლად.