ზემოდან ქვემოთ დაგეგმვა

ორგანიზაციებში გავრცელებულია ზემოდან ქვემოთ დაგეგმვის მიდგომა – როდესაც დირექტორატი ადგენს გეგმებს და ანაწილებს თანამშრომლებზე. გვსურს, ამ მეთოდის უარყოფით მხარეებზე გესაუბროთ:

  1. შესრულების დაბალი შანსები – როდესაც თანამშრომელი ხელმძღვანელისგან იღებს დავალებას, ის უარს ვერ ამბობს მის შესრულებაზე, ვერ აკრიტიკებს მას, მაგრამ ვერც პასუხისმგებლობას გრძნობს. ყოველთვის შეძლებს არგუმენტების მოყვანას, რატომ ვერ შეასრულა ეს გეგმა და ზედმეტს არ გააკეთებს შედეგების მისაღწევად.
  2. არარეალური გეგმა – ზოგჯერ ხელმძღვანელები ძალიან ამბიციურ გეგმებს სახავენ, რაც თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს და თავიდანვე ხელს იქნევენ მის შესრულებაზე. ხოლო თუ გეგმის გაცნობისას თანამშრომელმა აღნიშნა გეგმის არარეალურობა და დირექტორატი არ დაეთანხმა, მითუმეტეს ყველაფერს გააკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ მენეჯმენტი ცდებოდა და თვითონ მართალი იყო.
  3. მარტივი გეგმა – ზოგჯერ ასეც ხდება, რომ მენეჯმენტი მარტივ გეგმებს უსახავენ თანამშრომლებს, მეორე პუნქტის შიშით. საბოლოოდ კი თანამშრომლები მარტივად აღწევენ მას, მაგრამ ორგანიზაცია ვერ იყენებს ეფექტიანად თანამშრომლების რესურსებს და კარგავს შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ, მიეცით ქვედა დონის თანამშრომლებს საშუალება, თავად წარმოადგინონ გეგმები, იბრძოლონ იმის დასამტკიცებლად, რომ გეგმები შესრულებადია, და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ შერცხვნენ და განახორციელონ წარდგენილი გეგმა.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება