დასახელებების მნიშვნელობა ორგანიზაციულ სტრუქტურაში

ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მათი პოზიციის დასახელებაში წერია ან ქვედანაყოფს ჰქვია და არა იმას, რასაც მათი დებულება ან სამუშაოს აღწერა განსაზღვრავს.

ამიტომ სტრუქტურაზე მუშაობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად მოხდება თითოეული პოზიციის თუ სამსახურის დასახელების შერჩევა.

ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დასახელება რაც შეიძლება ზუსტად ასახავდეს ერთეულის პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რამდენად გავრცელებულია ასეთი დასახელება სტრუქტურების მსოფლიო პრაქტიკაში.

დასახელებაში სასურვალია ყოველთვის ჩანდეს ამოცანა და არა ფუნქცია. ეს მასზე პასუხისმგებელ ადამიანს მეტ მუხტს მისცემს და შემოქმედებით მუშაობას აიძულებს.

დასახელება არ უნდა იყოს ზედმეტად ზოგადი, რათა გაურკვევლობები არ გააჩინოს, არა მარტო სხვების მოლოდინებში ამ ერთეულის მიმართ, არამედ თვითონ ამ ერთეულზე პასუხისმგებელ თანამშრომელში.

დასახელება არ უნდა იყოს ზედმეტად კონკრეტული, რომ ხვალ ახალი დავალების მიცემა და დამატება არ გაართულოს დასახელების ცვლილების გარეშე.

სწორად შერჩეულ დასახელებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კარგად დაწერილ დებულებას ან სამუშაოს აღწერას. ამ უკანასკნელ დოკუმენტებში ადამიანები გაკეთების შემდეგ ან საერთოდ აღარ იყურებიან, ან მხოლოდ ძალიან კრიტიკულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში და მაშინაც არ ანიჭებენ მასში არსებულ ჩანაწერებს რეალურად დიდ მნიშვნელობას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება