თუ ოჯახს, როგორც ორგანიზაციას, ისე შევხედავთ, შესაძლოა ამან ბევრად უფრო ცხადი გახადოს, როგორ ვიცხოვროთ მასში უფრო კომფორტულად და თითოეული წევრისთვის ის კიდევ უფრო მეტად ღირებული როგორ გავხადოთ.
ოჯახში რამდენიმე ადამიანი საერთო დანიშნულების გარშემო ერთიანდება, აქვთ აქტივებიც, ვალდებულებებიც, მიზნებიც და გარკვეული სამოქმედო გეგმებიც სხვადასხვა მიმართულებებით.
ოჯახი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, რაღაცნაირად უნდა იმართებოდეს, ჰქონდეს სტრუქტურა, იერარქია, მართვის პროცესები და მოტივაციის მექანიზმები რაღაცების უკეთ საკეთებლად.
თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ოჯახის დანიშნულებაა ერთად უფრო ადვილად გადავლახოთ ცხოვრებისეული სირთულეები, კარგი შვილები გავზარდოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა მეტის გაკეთება მოვასწროთ, ვიდრე ამას ინდივიდუალურად გავაკეთებდით, მეტი სითბო და სიყვარული მივუძღვნათ ერთმანეთს, უფრო ადვილდება მივხვდეთ, როგორ უნდა იმართებოდეს ის.
ოჯახსაც უნდა ჰყავდეს ლიდერი, რომელიც მთავარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე უნდა იღებდეს. მას ოჯახის ყველა წევრი უნდა უსმენდეს და ემორჩილებოდეს.
ლიდერი უნდა ცდილობდეს გადაწყვეტილებები ყველასთან ერთად მიიღოს და რაც უფრო მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, მით უფრო მეტად უნდა ცდილობდეს მის განხილვაში ოჯახის ყველა წევრი აქტიურად ჩართოს.
ოჯახის თითოეულ წევრს თავისი კონკრეტული პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, რომელსაც უნდა აღიარებდეს და ყოველდღიურად ახორციელებდეს.
ოჯახს საერთო წესები უნდა ჰქონდეს, რომელიც სასურველია ერთად შეიმუშაონ და რომლებსაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს.
ოჯახი ტრადიციებს უნდა ქმნიდეს და მათ დიდი პატივისცემით ეპყრობოდეს, რათა დღითიდღე კიდევ უფრო ძლიერდებოდეს და საკუთარი დანიშნულების განხორციელებას ადვილად და ეფექტურად ახერხებდეს.
28 აპრილი, 2014წ
Grigori Pirtskhalaishvili
on Apr 28th, 2014
@ 13:52:
Cemis azriT yvela ojaxma pirvel rigSi, struqturuli gigantizmis koreqtirebis ganxilva unda daiwyos, dRes es TiTqmis yvela ojaxSia gamoxatuli mkveTrad.