კონფლიქტები ადამიანებში

ორგანიზაციებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ადამიანში სხვადასხვა კონფლიქტური ამოცანებია გაერთიანებული და ამას საკმაოდ უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს ორგანიზაცია და სისტემა. კონფლიქტური ამოცანა გულისხმობს, რომ ერთის მიღწევა გარკვეულ ზიანს აყენებს ან ასუსტებს მეორე ამოცანას.

მაგალითად, სამედიცინო სისტემაში ექიმის კონფლიქტური ამოცანებია მაქსიმალური შემოსავლების მიღება და პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც ხშირად აყენებს პაციენტის მდგომარეობას რისკის ქვეშ. მეორე, ხშირად გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც იდეების გენერაცია და შემდეგ განხორციელება ერთ ადამიანს ეკისრება – ასეთ დროს ის მუდმივად ეცდება მარტივად განსახორციელებელი იდეების წარდგენას და დაიკარგება განსაკუთრებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ორგანიზაციული დიზაინის ერთ-ერთი გამოწვევაც სწორედ ეს არის – მაქსიმალურად შეამციროს ასეთი კონფლიქტების თავმოყრა ერთ პოზიციაში. ამისათვის საჭიროა, ამოცანები გადანაწილდეს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებზე.  რას მივიღებთ შედეგად? კონფლიქტები არ გაქრება, მაგრამ მანამდე თუ ერთი ადამიანი შინაგანი მდგომარეობიდან სუბიექტურად აკნინებდა რომელიმე ამოცანას, ამოცანების გადანაწილებით გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტურად, ამ ორი პოზიციის კამათის და არგუმენტირების საფუძველზე.

ასე წარმოქმნილი კონფლიქტები მენეჯმენტისათვის დადებითი ეფექტის მომტანია, ვინაიდან ის უფრო გააზრებულ და სწორ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე შეუძლებელია ყველა ამოცანაზე მსგავსი კონფლიქტების წარმოქმნა და ეს არის სტრუქტურის დიზაინერის მეორე გამოწვევა – სწორად შეარჩიოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები და გამიჯნოს კონფლიქტები, რაც გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმატებებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება