ერთადერთი კომპეტენტური პირი დირექტორატში

წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელიც რომელიღაც სფეროში მოღვაწეობს და ეს სფერო მოითხოვს განსხვავებულ, სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას (მაგალითად, სამედიცინო IT, სამშენებლო და სხვა). ასეთი ორგანიზაციების სტრუქტურების ანალიზისას ხშირად ვაწყდებით ერთსა და იმავე პრობლემას, მმართველო გუნდში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც მთავარ კომპეტენტად სახელდება და სხვებს არ აქვთ არანაირი ცოდნა ამ სფეროში. და რაც ყველაზე მეტად ამძიმებს მდგომარეობას, მთავარ კომპეტენტებს სრულად ექვემდებარებიან ამ სფეროს წარმომადგენლებიც. 

მაგალითად, სამედიცინო დირექტორი, რომელიც სამედიცინო პერსონალის ერთპიროვნული მმართველია, ტექნიკური დირექტორი, რომელიც პროგრამისტებსა და დეველოპერებს ხელმძღვანელობს, მთავარი არქიტექტორი და ა.შ..

ასეთი სტრუქტურა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ორგანიზაციაში, საიდანაც რამდენიმეს დავასახელებთ:

  1. არასწორი გადაწყვეტილებები – შეუძლებელია, ერთ ადამიანს სრულად ჰქონდეს ყველა ინფორმაცია და ცოდნა, რაც საჭიროა გადაწყვეტილებების მისაღებად. დირექტორატზე კი არავინ არის, ვინც წარმოდგენილ წინადადებებს კრიტიკული თვალით შეხედავს და თავის კომპეტენციას დაუპირისპირებს ამ პირს.  ასეთ მენეჯერებს არავინ ეკამათება, ვინაიდან ვერავინ ერკვევა ამ სფეროში; სწორი გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც თანაბრად მდგომი, თანაბარი კომპეტენციების მქონე პირები იმსჯელებენ, იკამათებენ და მოიყვანენ შესაბამის არგუმენტებს.
  2. ინფორმაციის დაკარგვა – ვინაიდან მას ექვემდებარებიან ყველა ამ სფეროს წარმომადგენლები, ის საკუთარ სისუსტედ აღიქვამს მის ქვედანაყოფებში წარმოქმნილ პრობლემებს, შესაბამისად, ცდილობს, ეს პრობლემები არ ამოიტანოს მაღლა და თავად მოაგვაროს ან მიჩქმალოს, ან არარეალური მიზეზი დაასახელოს.
  3. აფერხებს მისი დაქვემდებარებული პირების ზრდას – ვინაიდან შესაძლოა, მასზე მცოდნე და მასზე მაგარი ოდესღაც მისი შემცვლელი გახდეს. ამიტომ ასეთი ხელმძღვანელების ბუნებრივი თავდაცვითი მდგომარეობაა, როდესაც არ ცდილობს ამ ადამიანების განვითარებას, ხელმძღვანელობასთან წარდგენას და ა.შ., რითაც ორგანიზაცია კარგავს საუკეთესო რესურსებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს.

რაც მთავარია, ეს ქცევა არ არის დამოკიდებული ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, სტრუქტურა აიძულებთ ასეთ ხელმძღვანელებს, მოიქცნენ შესაბამისად.

როგორ უნდა მოიქცეს ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებში? აუცილებლად უნდა ჰყავდეს მას დირექტორატში 2 ან 3 კომპეტენტური პირი მსგავს სფეროში, რომელთა შორისაც სწორად გამიჯნულია ამოცანები, პასუხისმგებლობები და მოხდება მათი კამათისა და მსჯელობის შედეგად საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება