რა უნდა მოითხოვოს საშუალო რგოლის მენეჯერმა ხელმძღვანელობისაგან

საშუალო რგოლის მენეჯერები ყველაზე ხშირად ზარალდებიან არასწორი სტრუქტურით. მათ უწევთ გაუგებარი დავალებების შესრულება, აქვთ ბარიერები კომუნიკაციებში,  განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, ხედავენ გეპებს ფუნქციებში. ყოვლივე ეს საბოლოოდ მათ საქმიანობას აზიანებს და სხვა მრავალ პრობლემას უჩენს.

ამ პრობლემების გადაჭრას უმეტესობა კადრების ან ბიუჯეტის გაზრდით ცდილობს, რაც საბოლოოდ ვერ ამართლებს. ყველაზე მთავარი რამ, რაც საშუალო რგოლის მენეჯერებმა ხელმძღვანელობისგან უნდა მოითხოვონ, ეს არის ცხადი ამოცანა – რაზე იყოს პასუხისმგებელი, რის ფარგლებში იმოქმედოს, რას ელიან მისგან – და რაც მთავარია, ამოცანა უნდა იყოს ერთი და მკაფიო.

როდესაც საშუალო რგოლის მენეჯერს დაუკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას და დაუსახავენ ცხადსა და ზუსტ ამოცანას, სწრაფად მოხდება ცვლილებები:

  1. ხელმძღვანელების დამოკიდებულების ცვლილება – ისინი გაიაზრებენ დაკისრებული ამოცანის მნიშვნელობას, უკეთ მიხვდებიან, რა სახის მხარდაჭერა დასჭირდება ამ ადამიანს ამოცანის გადასაჭრელად და გაცილებით მეტი იქნება მზაობა დასახმარებლად;
  2. კომუნიკაციის გაუმჯობესება – ამოცანის სიცხადისთვის მენეჯერს ენიჭება მეტი უფლებამოსილება, მოითხოვოს ინფორმაცია ან მოახდინოს კომუნიკაცია ამოცანასთან დაკავშირებულ რგოლებთან ისე, რომ ეს რგოლებიც ხვდებიან ამას და მზად არიან მხარდაჭერისათვის;
  3. კომფორტული მუშაობა – გაცილებით უფრო კომფორტული, სასიამოვნო და გამომწვევია მუშაობა მენეჯერისათვის, როდესაც იცის, რისთვის არის ამ ორგანიზაციაში, რა მოვალეობა აკისრია, რას ელიან მისგან და რა შედეგებს მიაღწიოს. კომფორტულია მისი გუნდისთვისაც და ხელმძღვანელობისთვისაც;
  4. განსაკუთრებულის კეთება – როდესაც ადამიანს გაურკვეველი ფუნქციები აკისრია, ის ვერასდროს შექმნის ორგანიზაციისათვის რაიმე ღირებულს. ხოლო ამოცანის დაკისრების შემთხვევაში ადამიანები იწყებენ ფიქრს, იდეების გენერაციას და განსაკუთრებული ცვლილებების ინიცირებას. ეს მენეჯერსაც ეხმარება განვითარებასა და ზრდაში, ხოლო ორგანიზაციაში იწყება ინოვაციების ბუმი.

თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება