ორგანიზაციული სტრუქტურა – XXI საუკუნის კონკურენტული ბრძოლის მთავარი იარაღი

არც პროდუქტები, არც გაყიდვების მიდგომები, არც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები არ იქნება საკმარისი წარმატების შენარჩუნებისთვის, თუმცა მოკლევადიანი წარმატების მიზეზი ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს.

საშუალო და გრძელვადიან წარმატებას კი განსაზღვრავს ორგანიზაციის სისტემური უნარი მიიღოს საკმარისი რაოდენობის, სწორი გადაწყვეტილებები და სწრაფად და მისაღები ხარისხით განახორციელოს ისინი ცხოვრებაში. აი, ამ უნარის შესაძენად კი სწორედ სათანადოდ აგებული სტრუქტურაა აუცილებელი.

ქვევიდან წამოსული ინიციატივები, მართვის კარგად განვითარებული კოლეგიალური ფორმატები, ძალაუფლების, როლების და პასუხისმგებლობების ეფექტური, ძალიან ცხადი განაწილება, მეტი კოორდინაცია ამის აუცილებლობის მქონე ქვედანაყოფებს შორის, და მეტი პარალელური კონტროლი კონფლიქტური ფუნქციების მქონე ქვედანაყოფებს შორის, სამსახურების მკაფიო, კონკრეტული, დაკისრებული ამოცანის ამსახველი დასახელებები ქვედანაყოფებისთვის, სწორედ ის შემადგენლებია, რომელთა მნიშვნელობა კონკურენტულ ბრძოლაში სულ უფრო იზრდება.

ვის რა ქვედანაყოფები ექნება შექმნილი, სად რა სტატუსი ექნებათ ამ ქვედანაყოფებს და როგორ იქნებიან ისინი განლაგებული მართვის იერარქიაში, განსაზღვრავს მათ შორის იმას, თუ რა მიმართულებებით და რა სფეროებში დაგროვდება კომპეტენციები ორგანიზაციაში ერთი, ორი და მეტი წლის შემდეგ. კომპეტენციები კი ცალსახად განსაზღვრავენ მოქმედების ეფექტიანობის ხარისხს უკვე დღეს და ამასთან მისი მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.

მენეჯმენტის უმაღლესი წევრები კი სულ უფრო მეტად ცდილობენ გამოითავისუფლონ თავი მიმდინარე საკითხებით მოცდენისაგან და მთელი ყურადღება სწორედ სტრუქტურების და მასთან დაკავშირებული მართვის სისტემების განვითარებაზე გადაიტანონ.

 

ივნისი, 2014წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.20 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება