რატომ იბერება არასაჭირო კადრებით ორგანიზაციები

როდესაც მაღალი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელს კონკრეტულ შედეგებზე ცხადი პასუხისმგებლობა არ აკისრია ის ორგანიზაციაში მისი მნიშვნელობის და გავლენის ზრდის საუკეთესო გზად მის ქვევით სტრუქტურის განვითარებას და დაქვემდებარებული კადრების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. შეგნებულად ან ქვეცნობიერად თვლის, რომ სწორედ დაქვემდებარებული კადრების რაოდენობაში გამოიხატება მის მიერ მიღწეული წარმატება.

ხელმძღვანელების უმრავლესობა, ვისაც კონკრეტულ შედეგებზე მკაფიო  პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, დაჟინებულად, მუდმივად ასაბუთებენ, რომ მათთან ახალი სამსახურების შექმნის, პოზიციების დამატების ან კადრების რაოდენობის ზრდა აუცილებელია.

თუ ამასთან, ორგანიზაციაში ამის ხელისშემშლელი ეფექტური მექანიზმი არ არსებობს, არასაჭირო კადრების დამატება აუცილებლად მოხდება. ზოგან უფრო სწრაფად, ზოგან შედარებით ნელა, მაგრამ მოხდება.

ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა:

ა) მაქსიმალურად ვეცადოთ მართვის ყველა დონეზე ადამიანებს კონკრეტულ შედეგებზე დავაკისროთ პასუხისმგებლობა და შევუქმნათ საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვის სწორი კრიტერიუმები. იმისათვის, რომ სწორედ ამ შედეგების მიღწევაზე გააკეთონ აქცენტი და სხვა არასწორი პარამეტრები არ გაიხადონ წარმატების საზომად.

ბ) ყველა ხელმძღვანელს უნდა მოვთხოვოთ რეალური, დამაჯერებელი არგუმენტებით, აუცილებლად წერილობით დაასაბუთოს კადრის ან პოზიციის დამატების აუცილებლობა.

გ) ყველა ასეთ ორგანიზაციაში უნდა შეიქმნას ქმედითი საკადრო კომისია, რომელიც პერიოდულად (მაგ.,სამ თვეში ერთხელ) დეტალურად გააანალიზებს წერილობითად ჩამოყალიბებულ არგუმენტებს ამა თუ იმ მიმართულებით პოზიციის ან კადრის დამატების მიზანშეწონილების შესახებ და თუ მოეჩვენება, რომ არგუმენტები არასაკმარისია, მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას.

შედეგად ხელმძღვანელები დაიწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიძლება არგუმენტირება იქ, სადაც დამატება მართლაც აუცილებელია და ისწავლიან ამის სწორად კეთებას. იქ კი, სადაც დამატების რეალური საჭიროება არ არსებობს, ამის გაკეთება ბევრად უფრო რთული ან სულაც შეუძლებელი გახდება.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საჯარო ორგანიზაციებში და დიდ, რთული სტრუქტურის მქონე კერძო კომპანიებში. სწორედ აქ, სტრუქტურების გართულებასთან ერთად ყველაზე ადვილად იკარგება კონკრეტული პასუხისმგებლობები და იქმნება არასაჭირო კადრებით გაბერვისთვის ხელშემწყობი გარემო.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება