ახალი ფუნქციის დამატება რა რეაგირებას ითხოვს აუცილებლად

როდესაც საჯარო ორგანიზაციებს ახალ ამოცანას/ფუნქციას უმატებენ და ამის მიხედვით ორგანიზაციულ სტრუქტურაში შესაბამისი ცვლილების საკითხს არ იხილავენ, ან ამ ფუნქციის ან სხვა არსებული ფუნქციების წარმატებით შესრულებას აყენებენ საფრთხის ქვეშ.

ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ გაიაროს შემდეგი სამი ეტაპი:

  1. პრიორიტეტების გადახედვა – დამატებული ამოცანის განხილვა არსებულ ამოცანებთან მიმართებაში და მათ შორის პრიორიტეტების ხელახლა მინიჭება, რაც საშუალებას მისცემს მენეჯმენტს დაინახოს ახალი ამოცანის პრიორიტეტულობა სხვებთან მიმართებაში. პრიორიტეტიზაცია კეთდება მომდევნო 1 წელზე და 3 წელზე, იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით უნდა დახარჯოს ორგანიზაციამ თავისი ძალისხმევა არსებული მოთხოვნებიდან და ორგანიზაციის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
  2. პროცესების გააზრება – ამ ეტაპზე უნდა გავიაზროთ ახალი ამოცანის დამატება არსებულ პროცესებში რის ცვლილებას ან დამატებას მოითხოვს და რა ახალი პროცეს(ებ)ის გაჩენას ითხოვს. ამის მიხედვით ზუსტად გავიგებთ რა ახალი ფუნქციების გაჩენა გახდება საჭირო პროცესების გამართულობისთვის.
  3. სტრუქტურაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა – თუ ამოცანა ტოპ პრიორიტეტში მოხვდა, მასზე პასუხისმგებელ პოზიციას შესაბამისი რანგი უნდა მივანიჭოთ, პროცესების გააზრებიდან გამომდინარე საჭირო ახალი პოზიციები უნდა გავაჩინოთ და არსებული პოზიციების ფუნქციებში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიტანოთ. გარდა ამისა, პროცესების გააზრების ეტაპი დაგვეხმარება განვსაზღვროთ ის კოლეგიალური ფორმატები (საბჭო, კომიტეტი), რომლის შექმნაც საჭირო გახდება პროცესების გამართული მსვლელობისთვის და ახალი ამოცანის გადაწყვეტისთვის.

სინერჯი ჯგუფი, ყველა ორგანიზაციას, სადაც 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, სთავაზობს, მისი უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის, უსასყიდლო სემინარს, სადაც განიხილება ორგანიზაციული სტრუქტურის გავლენა საქმიანობის შედეგებზე; პროცესი, რომლითაც უნდა იქმნებოდეს ახალი სტრუქტურა და წესები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ პროცესში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება