საფრთხეების პრევენციის კომიტეტი

ორგანიზაციების უმეტესობაში საფრთხეების პრევენციის კომიტეტის არსებობამ შესაძლოა მენეჯმენტი მნიშვნელოვანი რისკებისგან დააზღვიოს.

ნებისმიერი ქვედანაყოფისთვის არსებობს საფრთხეების ისეთი ჩამონათვალი, რომელთა გამოვლენა, კონტროლი და პრევენცია მათი პასუხისმგებლობა უნდა იყოს. თუმცა, თუ ეს პროცესი მთლიანად ორგანიზაციაში კარგად კოორდინირებული არ არის, შესაძლებელია ამ თემებს მენეჯმენტმა ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმარისი ყურადღება არ მიაქციოს.

იმისათვის, რომ საფრთხეების პრევენციაზე ყოველთვის საკმარისი ძალისხმევა იხარჯებოდეს, საჭიროა ყველა იმ ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ვისაც ასეთი საფრთხეების გამოვლენა და მართვა ევალება, მინიმუმ თვეში ერთხელ, გართულებულ პერიოდებში კი უფრო ხშირადაც, რეგულარულად იკრიბებოდეს.

ასეთ შეხვედრებზე ყველა უნდა ასახელებდეს მათი მიმართულებით არსებულ მთავარ საფრთხეებს, სთავაზობდეს მენეჯმენტს წინადადებებს რისკების დაზღვევის მექანიზმებზე და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ უნდა აბარებდნენ ანგარიშს.

ასეთი შეხვედრების რეგულარულად ჩატარება იმის წინაპირობა გახდება, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზაცია მისი საქმიანობისთვის დამახასიათებელ მეტი რისკისა და საფრთხის უკეთ გააზრებას, მათი მართვის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებას და გამართვას შეძლებს. ამით კი ბევრი პრობლემა და დანაკარგი შეიძლება აიცილოს თავიდან.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 1.50 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება