ვისი ამოცანაა სურსათის უვნებლობა და რა როლი უნდა ჰქონდეს ამ საქმეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს

სურსათის უვნებლობაზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა და სწორედ ის უნდა ზრუნავდეს, რათა საკვები ადამიანებისთვის მავნებელი არ იყოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოცანა კი ადგილობრივ ნედლეულზე დაფუძნებული კვების მრეწველობის განვითარებაა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის.

ყველამ ვნახეთ, როგორ “დახურა”, საერთოდ მოუკლა იმავე ბრენდის განვითარების შესაძლებლობა ან ძალიან გაურთულა საქმე ერთ-ერთ კვების საწარმოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის სააგენტოს მეშვეობით. და თუ იმ სულისკვეთების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლითაც მან ეს გააკეთა, მსგავსი ღონისძიებები და მოქმედება კვლავაც გაგრძელდება და სავარაუდოა, რომ უფრო მასშტაბურ ხასიათსაც შეიძენს.

ჩვენი სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთი პრობლემა სამინისტროებს შორის პასუხისმგებლობის და როლების არაცხადი, ცალკეულ შემთხვევაში კი არასწორი განაწილებაა. ეს თითოეული რგოლის ეფექტიანობასაც ამცირებს და შეფასებასაც ართულებს.

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ადამიანები ქვეყანაში უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად ცხოვრობდნენ, რისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია გარემოში და საკვებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის არსებული რისკების მინიმუმამდე შემცირება, ამ მიმართულებით ფაქტიურად ვერაფერს აკეთებს. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ყველაფერს უნდა აკეთებდეს ადგილობრივ ნედლეულზე დაფუძნებული კვების მრეწველობის განვითარებისთვის, ამ სფეროს საწარმოებს ფაქტიურად ხურავს.

მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის უვნებლობის თემას ბოლომდე ვერ ჭრის, რამდენადაც იმპორტირებული საკვები პროდუქტების შემოწმების და შეზღუდვის უფლებას, მას არავინ აძლევს, და არც შეიძლება მისცენ, ვინაიდან ეს სოფლის მეურნეობის განვითარების ამოცანაა. თუ მას ეს ფუნქცია ექნება, შესაძლოა არაობიექტურად გამოიყენოს.

ამ დროს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას ცდილობს, რისთვისაც სინამდვილეში ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა საჭირო. ეს წესით ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა უნდა იყოს. თავის მხრივ იგი ინვესტიციებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და ვერ აიღებს, რამდენადაც საინვესტიოციო სააგენტო, რომელიც მთავარი იარაღია ამისთვის მას არ ექვემდებარება.

მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფო მოწყობის ერთ-ერთ უმთავრეს საწყისს სამინისტოროებს შორის ამოცანების და პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილება წარმოადგენს. ამის გარეშე ამ სამინისტროების შიდა მოწესრიგება საკმაოდ რთული ამოცანა შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში სამინისტროები, შიგნით საკუთარი სტრუქტურების განვითარებაში შეზღუდულები იქნებიან სანამ ეს საკითხები მკაფიოდ არ გადაწყდება. ამის გარეშე კი ხელისუფლებას გაუჭირდება გახდეს უფრო შედეგიანი მის მოქმედებებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს საქმეს გააკეთებს, რაც მხოლოდ ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობას მხოლოდ შეამცირებს. ჯანდაცვა ეკონომიკის, ეკონომიკის სამინისტროს საქმეს პრემიერი იტვირთავს პირადად და ა.შ. საბოლოოდ კი ეს გაურკვევლობა მთლიანი მმართველი ხელისუფლების ქმედითუნარიანობაზე ჰპოვებს დიდი ალბათობით უარყოფით ასახვას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება