ძალიან მარტივია და სამართლიანი გაყიდვებზე ან შემოსავლებზე პასუხისმგებელ პირს შემოსავლების რაღაც % მივცეთ ბონუსად. საბოლოოდ კი ეს ორგანიზაციისათვის ბევრ უარყოფითს იწვევს, კერძოდ კი:
1. თანამშრომლები იწყებენ თავიანთი ,,ბიზნესების” კეთებას. ამ დროს ისინი აგროვებენ თავიანთ ბაზებს, რომელიც კომპანიისთვის მიუწვდომელია, არ ეხმარებიან მენეჯმენტს უკეთესი შედეგების მიღწევაში, არ გამოდიან ინიციატივებით, არ არიან კოლეგიალურები, არ იცავენ მოთხოვნებს, განკარგულებებს, წესებს. მათი სახით კომპანია იღებს ერთჯერად შემოსავლებს და არა გრძელვადიან ინვესტიციას, კლიენტებთან ურთიერთობებში, მეთოდოლოგიების განვითარებაში და საქმიანობის გაუმჯობესებაში.
2. თანამშრომლები მუდმივად იმის თვლაში არიან, რამდენი გამოუვათ იმ თვის ანაზრაურება, იმის ნაცვალდ, რომ მეტი კონცენტრაცია საქმის უკეთ კეთებაზე მოახდინონ;
3. თანამშრომლებს უჩნდებათ არასტაბილურობის განცდა, თუ ფიქსირებული ანაზრაურება მთლიან შემოსავალში 50%-ზე ნაკლებია, იმატებს სტრესი და საბოლოოდ მარალია გადინება;
სწორედ ამიტომ ძალიან სახიფათოა, პირდაპირ კონკრეტულ რაოდენობრივ მაჩვენებელს მიემაგროს და აუცილებელია გარკვეული შეფასების კრიტერიუმები განსაზღვროს, რომლებზეც დამოკიდებული იქნება თანამშრომლების ანაზღაურება.