ორგანიზაციებში არსებული ყველა პრობლემის მთავარი ფესვი უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ. თუ მენეჯმენტის გუნდი შეკრულია და მის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობა კარგად აქვთ აწყობილი მაშინ არც სხვა შიდა პრობლემები, არც მით უმეტეს გარეშე სირთულეები მათთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
როდესაც უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის ჯერ ფარული, მოგვიანებით კი ღია დაპირისპირება იწყება ორგანიზაციის სხეული რღვევას იწყებს და ის ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო, შიდა თუ გარე საფრთხის მიმართ მოწყვლადი ხდება.
როდესაც გუნდი ძლიერია, მის წევრებს შორის კარგი, ჯანსაღი, გამჭვირვალე, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობებია მაშინ არც სხვა შიდა პრობლემების მოგვარება წარმოადგენს პრობლემას და გარეშე საფრთხეების აღქმაც, გზების პოვნაც და დაძლევაც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს.
იმისათვის, რომ ეს, ყველა პრობლემის საწყისი საფრთხე ორგანიზაციამ თავიდან აიცილოს, პირველ რიგში მენეჯმენტის გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, კარგად უნდა გაიაზროს და მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს პროცესი სწორედ მათ თავებში დაიწყება.
როდესაც რაღაცა არ მოგვწონს ან გვაღიზიანებს გუნდის სხვა წევრის ქცევაში და მიდგომებში და ჩვენ არ ვცდილობთ ეს საკითხი მათთან რაიმე ფორმით გავიაროთ, გავარკვიოთ და გადავწყვიტოთ, ვიტოვებთ ამ უკმაყოფილებას და ვიმახსოვრებთ სწორედ ამით ვუდებთ სათავეს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მომავალში.
იქამდე სანამ, ერთი ადამიანი მაინც მენეჯმენტში ამ საკითხს ასე უყურებს პრობლემების საწყისშივე დაძლევის შანსი კიდევ არსებობს, როდესაც ამ საკითხს ყველა ივიწყებს და ურთიერთობებში არსებულ გართულებებს განვითარების საშუალებას ვაძლევთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რომ ეს ასე არ დასრულდება და ამ ერთი შეხედვით პატარა სირთულეს დიდი პრობლემები აუცილებლად მოყვება შედეგად.
ნია
on Jan 20th, 2015
@ 10:17:
გაიხარეთ!!! ძალიან მიყვარს თქვენი სტატიები. მე კიდევ დავამატებდი პატარა რაღაცას. თუ უმაღლესი რგოლის მენეჯერი არის ზედმეტად დაჯერებული, ამბიციები კლავს და მოჭარბებული თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას მიიღოს რჩევა ან შენიშვნა, ორგანიზაციაში არსებული პრობლემის დაძლევა შეუძლებელი ხდება, რადგან არანაირი მეგობრული ურთიერთობა ასეთ ადამიანს ქედს არ ახრევინებს….. სამწუხაროა, მაგრამ თითქმის ყველა კომპანიაში ერთი ასეთი მაინც არის.
წევრი
on Mar 25th, 2015
@ 23:57:
ჩემთვის სამაგიდო და ძალიან ახლობელი ინსაითი გახდა. დიდი მადლობა