ოცდამეერთე საუკუნის ორგანიზაციების სამი ამოცანა

თანამედროვე ორგანიზაციების უმთავრეს გამოწვევას ადამიანების ამოუწურავი შესაძლებლობების გამოყენება წარმოადგენს. ის ორგანიზაციები, რომლებიც ამას უკეთ ახერხებენ მეტ წარმატებას აღწევენ. იქ, სადაც ადამიანები მეტად იხარჯებიან, მეტს ფიქრობენ და მეტს მოქმედებენ, სადაც მათი ყურადღებაც და ძალისხმევაც სწორ საკითხებზეა მიმართული და ერთმანეთში კოორდინაციაც კარგად არის გამართული, ორგანიზაციები დიდ წარმატებებს აღწევენ. სადაც ეს ვერ ხერხდება ბევრი დრო, შესაძლებლობები და რესურსები იკარგება უნაყოფოდ.

რამდენად იყენებენ ადამიანები თქვენს ორგანიზაციაში მათ შესაძლებლობებს? პირველი კითხვაა, რომელსაც უნდა ვეცადოთ პასუხი გავცეთ, როდესაც საკუთარი ორგანიზაციის გამართულობის ხარისხზე ვფიქრობთ და მას ვაფასებთ. თუ მათ თვალებში ნაპერწკალი არ ანთია, თუ ისინი ინიციატივიანები და შემოქმედებითები არ არიან, თუ მათგან წინადადებები, პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ მოდის და ისინი ძალიან აქტიურად არ ცდილობენ ყოველდღიურად ორგანიზაციისათვის მეტი ღირებულება შექმნან, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზაციას ჯერ კიდევ ძალიან დიდი რეზერვები აქვს უკეთ მუშაობისთვის.

რამდენად თანამშრომლები იმას აკეთებენ, რასაც შედეგი მოაქვს და ხომ არ არის ურესურსოდ დარჩენილი ისეთი საქმეები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტი შედეგის მისაღებად? რამდენად ადამიანების ყურადღება და ძალისხმევა იმაზე იხარჯება, რაც მართლა მნიშვნელოვანია? რამდენად სწორად არის ამ მხრივ რესურსები გადანაწილებული საქმეებს შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში? ეს ის კითხვებია, რომლებზეც ასევე უნდა ვცადოთ პასუხი გავცეთ თუ გვსურს ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესების გამოუყენებელი შესაძლებლობები შევაფასოთ.

რამდენად ჩვენი თანამშრომლები ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობენ, რამდენად სწორად, შეფერხებების გარეშე ცვლიან ერთმანეთში ისეთ ინფორმაციას, რასაც მოიპოვებენ და რაც კოლეგების უკეთ მუშაობისთვის არის მნიშვნელოვანი, რამდენად ისინი ეხმარებიან ერთმანეთს შეწყობილად იმუშაონ და ერთ ენაზე ილაპარაკონ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უკეთ მუშაობის გამოუყენებელი შესაძლებლობების კიდევ ერთ უდიდეს მნიშვნელოვან მიმართულებას დაგვანახებს.

თანამედროვე ორგანიზაციების სამი მთავარი ამოცანაა დღეს:

ა) მაქსიმალურად გამოიყენოს ადამიანების შესაძლებლობები;

ბ) მიმართოს მათი ყურადღება და ძალისხმევა იმ თემებზე, რომლებსაც შედეგებზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა აქვს;

გ) უზრუნველყოს მათ შორის ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლა და გამართული კოორდინაცია ერთობლივი, უფრო ეფექტიანი მოქმედებისთვის.

ის ორგანიზაციები, რომლებიც თავისი მოწყობით უკეთ ჭრიან ამ სამ ამოცანას, უდიდეს წარმატებას აღწევენ. მათ კი, ვინც ამ მიმართულებებით ჯერ კიდევ ხედავს რეზერვებს წინ აქვს რეორგანიზაციის ძალზედ საინტერესო ეტაპები და მასთან ერთად დიდი წარმატებაც, რომლებსაც აუცილებლად მიაღწევენ ამ ამოცანების სწორად და დროულად გადაწყვეტის შემთხვევაში.

გადაამოწმეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა ხომარ შეიცავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს. სინერჯი ჯგუფი გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის შეფასებას.

ყოველწლიურად სინერჯი 50-მდე მსგავს ანალიზს აკეთებს, რის საფუძველზეც უმეტესობა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს აინიცირებენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება