პროდუქტსა და მომსახურებაში უმაღლესი ხარისხის მიღწევისათვის საჭირო სტრუქტურული პირობები

იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მისი მომსახურების ან პროდუქტის სტაბილურად მზარდი ხარისხი უზრუნველყოს, საჭიროა ამისთვის აუცილებელი სტრუქტურული პირობები შექმნას, ანუ ეს ამოცანა პირველ რიგში სტრუქტურულად სწორად გადაწყვიტოს.

კერძოდ მნიშვნელოვანია:

ა) ყავდეს სტრუქტურაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არსებული სტანდარტებით, სიმძლავრეებით,  ტექნოლოგიებით, ადამიანებით ყოველდღიურად რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ან სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქციის (ან მომსახურების) მიმდინარე წარმოებაზე.

ეს ადამიანი უნდა იყოს მით უფრო მაღალი სტატუსის, რაც უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს პროდუქტის (მომსახურების) ხარისხს ორგანიზაციისთვის. იქ, სადაც ხარისხი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა გვინდა რომ გახდეს, ამ ამოცანაზე აუცილებლად დირექტორის რანგის ადამიანი უნდა აგებდეს პასუხს.

ბ) აუცილებელია არსებობდეს ხარისხის კონტროლის ერთეული, რომელიც ყოველდღიურად წარმოებულ პროდუქტში ან მომსახურებაში (რის მაღალ ხარისხსაც გვინდა რომ მივაღწიოთ) არსებულ ხარვეზებს, დეფექტებს, წუნს, თუ სტანდარტიდან გადახრის ყველა შემთხვევას გამოავლენს.

ეს ერთეული არ უნდა ექვემდებარებოდეს მიმდინარე ხარისხზე პასუხისმგებელ ადამიანს იმისათვის, რომ ხარისხში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციამ უმაღლესი მენეჯმენტის დონეზე ამოაღწიოს, მისი ყურადღების, განხილვის და მსჯელობის საგანი გახდეს. რაც ხარისხის ამოცანას რეალურ პირორიტეტად აქცევს.

გ) საჭიროა არსებობდეს ხარისხის განვითარების ერთეული, რომლის ამოცანაც სტანდარტების განვითარება, მათი დანერგვა, კადრების მომზადება-სწავლება და სხვა სამუშაოები იქნება იმისათვის, რომ ხარისხის განვითარება ორგანიზაციისათვის რუტინულ პროცესად იქცეს.

არ არის სასურველი ხარისხის კონტროლის და ხარისხის განვითარების ფუნქციების შეთავსება ერთმანეთთან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც ხარისხში არსებული პრობლემების შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც არასწორი დანერგვით ან ხარისხის განვითარებაზე არასათანადო ზრუნვით არის გამოწვეული, არ ამოვა მენეჯმენტის დონეზე და ძნელი იქნება ხარისხის განვითარების ამოცანაზე პასუხისმგებელი რგოლის სათანადო შეფასებაც.

და ბოლოს, სასურველია გაკეთდეს რეგულარული შეხვედრების კოლეგიალური ფორმატი, მაგალითად ხარისხის განვითარების საბჭო, რომელიც მაგალითად ორ კვირაში ერთხელ მოისმენს ხარისხის კონტროლის მიერ გამოვლენილ პრობლემებს, გაანაწილებს დავალებებს როგორც განვითარების, ისე მიმდინარე ხარისხის მიმართულებით და მოიკითხავს ადრე გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობას.

ასეთი რეგულარული შეხვედრები ხარისხის განვითარების პროცესს უწყვეტ და ინტენსიურ ხასიათს შესძენს და დროთა განმავლობაში დეტალების დონეზე სრულყოფილი, მუდმივად განვითარებადი ხარისხის ქონას შეუწყობს ხელს.

ამ კომპონენტებიდან ნებისმიერი ელემენტის ამოღება ან შეთავსება პროცესს უსისტემოს, არათანმიმდევრულს და შესაბამისად დროში ნაკლებად ეფექტიანს გახდის.

გადაამოწმეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა ხომარ შეიცავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს. სინერჯი ჯგუფი გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის შეფასებას.

ყოველწლიურად სინერჯი 50-მდე მსგავს ანალიზს აკეთებს, რის საფუძველზეც უმეტესობა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს აინიცირებენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება