რუტინული განვითარების ფუნქციები სტრუქტურაში

ყველა ორგანიზაციისთვის არსებობს განვითარების ისეთი ფუნქციები, რომლებსაც ვერც საპროექტო, ვერც პროგრამულად ვერ დაუთმობს საკმარის დროს. მათზე სათანადო დროის და მენეჯერული ყურადღების გადანაწილება მხოლოდ რუტინული განვითარებით შეიძლება.

ბევრი კერძო კომპანია, ვისაც ჩვენ მართვის სტრუქტურების გაკეთებაში ვეხმარებით, სულ უფრო მეტად ამჯობინებს, რაც შეიძლება მეტ მიმართულებაში განვითარების საპროექტო თუ პროგრამული მიდგომებიდან რუტინული განვითარების მიდგომაზე გადავიდეს. გაზარდოს სტრუქტურაში უწყვეტ განვითარებაზე მიმართული რესურსი და ამით მნიშვნელოვნად დააჩქაროს ზრდა.

საპროექტო განვითარება ნიშნავს, რომ, როცა ვხედავთ რაღაც შესაცვლელია, ან განსავითარებელია, გამოვყოფთ ამისათვის ჯგუფს, მივცემთ დავალებას, ისინი მოამზადებენ ცვლილებებს პროექტის სახით და განახორციელებენ მას. ასე ხდება უმეტესი მიმართულებების განვითარება თითქმის ყველა ორგანიზაციაში.

არსებობს განვითარების პროგრამული მიდგომა. როცა გარკვეული რეგულარობით, მაგალითად, წელიწადში ერთხელ, ან სამ თვეში ერთხელ, ვიღებთ რაღაცა საკითხს, ვაანალიზებთ და ვგეგმავთ განვითარებას. ასე ხდება სტრატეგიული განვითარება, ბიზნეს მიმართულებების დაგეგმვა, საოპერაციო და გაყიდვების გეგმების ფორმირება და ა.შ.

ამათგან განსხვავდება განვითარების რუტინული მიდგომა, რომელიც გულისხმობს სტრუქტურაში სპეციალური რესურსის არსებობას, რომელიც მუდმივად მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული მიმართულების უწყვეტ განვითარებაზე მუშაობს.

ასეთი რუტინული განვითარების ფუნქციები ყველა ორგანიზაციაში არსებობს, მინიმუმ რამდენიმე, საჭიროა მხოლოდ მათი სწორად გამოკვეთა და ორგანიზაციულ სტრუქტურაში მათთვის მუდმივი ადგილის მიჩენა.

ფუნქციები, რომლებსაც რუტინული მიდგომა სჭირდება, ყველა ორგანიზაციას განსხვავებული აქვს მისი მუშაობის სპეციფიკიდან და ზრდის სტრატეგიიდან გამომდინარე, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებული შეიძლება იყოს:

ა) პროდუქტების განვითარება;

ბ) წარმოების თუ მომსახურების ხარისხის განვითარება;

გ)  საკადრო ბაზის განვითარება;

დ) ბრენდის განვითარება;

ე) გაყიდვების მიდგომების, არხების და ტექნოლოგიების განვითარება.

ის ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ განვითარების ყველაზე კრიტიკული ფუნქციები საპროექტო ან პროგრამული რეჟიმებიდან გამოიყვანონ, სტრუქტურაში თუნდაც ყველაზე მცირე, მაგრამ სტაბილური, უწყვეტი რესურსი მიმართონ მათი მიმართულებით, შეძლებენ რამდენიმეჯერ დააჩქარონ ორგანიზაციის ზრდა.

გადაამოწმეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა, ხომ არ შეიცავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს. სინერჯი ჯგუფი გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის შეფასებას.

ყოველწლიურად სინერჯი 50-მდე მსგავს ანალიზს აკეთებს, რის საფუძველზეც, უმეტესობა ამ ხელმძღვანელებისა, მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს აინიცირებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება