ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოღვაწეობა იმის მიხედვით კი არ უნდა შეფასდეს, თუ რას მიაღწია ორგანიზაციამ მისი მმართველობის პერიოდში, არამედ იმით, თუ როგორ აგრძელებს ორგანიზაცია მუშაობას მმართველობიდან მისი წასვლის შემდეგ.
ამას წინათ, ერთ-ერთი ძალიან წარმატებული საჯარო ორგანიზაციის მართვის სტრუქტურის დეტალური ანალიზისა და მის ხელმძღვანელებთან გასაუბრების შემდეგ, ცხადად გამოჩნდა, თუ რამდენად არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელზე დამოკიდებული ყველა ძირითადი პროცესი დღეს. რამდენად მას და მართვის უმაღლესი გუნდის სხვა წევრებს უდიდესი პირადი ძალისხმევით უწევთ ნაჩვენები შედეგების მიღწევა.
ასევე ცხადი გახდა, რამდენად დიდია ალბათობა იმის, რომ პირველივე, ოდნავ რთულ, გამოცდას ეს ორგანიზაცია ვეღარ გაუძლებს მას შემდეგ, რაც არსებული ხელმძღვანელი აღარ ეყოლება.
და ვფიქრობ, ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ასეთ შემთხვევაში ვინმემ დადებითად შეაფასოს მისი, როგორც ხელმძღვანელის მოღვაწეობა. ალბათ უფრო იტყვიან – კარგი პროექტების მენეჯერი ყოფილა, თორემ, როგორც აღმოჩნდა, ამ ორგანიზაციას, მთელი ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელი ფაქტიურად არ ყოლიაო.
წევრი
on Apr 23rd, 2015
@ 11:37:
მაგარია!!!