რეორგანიზაციები და შტატების შემცირება

როდესაც ორგანიზაცია შტატებს ამცირებს ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს, არამედ იმასაც, რომ მენეჯმენტს წარმოდგენა არ აქვს ამ პრობლემებიდან ორგანიზაცია როგორ გამოიყვანოს. ანუ შტატების შემცირებას მენეჯმენტი ხშირად მაშინ იწყებს, როცა მას კრიზისიდან გამოყვანის ცხადი გეგმა არ აქვს.

სწორი რეორგანიზაცია პირდაპირ არ ნიშნავს შტატების არც დამატებას, არც შემცირებას. ეს პროცესი ორგანიზაციას ეხმარება იმავე რაოდენობის და უფრო მეტიც იმავე ადამიანების ისეთი გადაჯგუფების გზები იპოვოს, ისე გადაანაწილოს მათ შორის როლები, პასუხისმგებლობები და ძალაუფლება, იპოვოს მათ შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის ისეთი ფორმატები, რომელიც ორგანიზაციას გაათავისუფლებს ბევრი არსებული ბორკილისგან, მისცემს ამოსუნთქვის და ახალი ძალებით ყოველდღიურად ბევრად პროდუქტიულად და წარმატებით მუშაობის შესაძლებლობას.

ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, სადაც სტრუქტურის ანალიზს ვაკეთებთ ან რეორგანიზაციის პროექტს ვიწყებთ, როგორც უმაღლესი, ისე შუა რგოლის მენეჯერები და რიგითი თანამშრომლები იწყებენ ფიქრს, რომ ამ პროცესს შტატების შემცირება მოყვება ალბათ.

არადა როგორც კი განვითარების, ან ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ცხადი ხდება, არათუ შემცირება, არამედ თითოეული შტატიც და კადრიც უძვირფასესი აქტივი ხდება.

რაც უფრო კარგია და ცხადი გეგმა და რაც უფრო სწორად ხდება ამ გეგმასთან სტრუქტურის მორგება, მით უფრო უკეთესად შეძლებს ორგანიზაცია მისი თითოეული კადრის პოტენციალის და უნარების გამოყენებას.

 

აპრილი, 2015წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რეორგანიზაციები და შტატების შემცირება”


  1. შორენა
    on Dec 20th, 2015
    @ 20:18

    მოგესალმებით,ხშირად ვკითხულობ თქვენს ნიუსლეტერებს სიახლეებ სტატიებს და ძალიან კმაყოფილი ვარ მადლობა ამ ყველაფრისთვის .. ერთი თხოვნა მექნება თქვენთან.. ატარებთ თუ არა ლაივ ვებინარებს ,სადაც ონლაინრეჟიმში შეეძლება მიიღოს რეკომენდაციები და გამოცდილებები გაუზიაროთ ადამიანებს, რომლებიც დამწყები და ახლბედა მენეჯერები არიან,


  2. admin
    on Feb 3rd, 2016
    @ 11:39

    გამარჯობა შორენა,

    ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. ამ ეტაპზე ვებინარები არ გვაქვს. ყოველთვიურად ვატარებთ სემინარებს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების თემებზე. ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება