ორი შეცდომა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა ორგანიზაციაში მისვლისას არ უნდა დაუშვას

იმისათვის, რომ ახალ მენეჯმენტს ორგანიზაციაში მისვლისას მართვის პროცესი არ ჩამოეშალოს და შედეგები მნიშვნელოვნად არ გაუუარესდეს, ორი აუცილებელი პირობაა საჭირო: არ უნდა დატოვოს უცვლელად სტრუქტურა, მართვის მთავარი პროცესები და რეგულარული შეხვედრების სისტემა.

მეორე მხრივ, არც სტრუქტურაში, არც მართვის პროცესებში და არც რეგულარული შეხვედრების სისტემაში არ უნდა შეიტანოს ცვლილება, სანამ კარგად არ დარწმუნდება, რომ ამით ორგანიზაციას ზიანს არ მიაყენებს.

სამწუხაროდ, უფრო ხშირად ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ ხდება. როდესაც ორგანიზაციაში მენეჯმენტი იცვლება, ზოგი სრულიად უცვლელად ტოვებს სტრუქტურას, პროცედურებს, რეგულარული შეხვედრების დამკვიდრებულ ტრადიციებსა და წესებს და ისე ცდილობს უკეთესი შედეგები მიიღოს, რაც არასოდეს გამოდის.

ვინაიდან ახალი ადამიანები, ახალ ხედვებს, ახალ სტრატეგიას ვერასოდეს განახორციელებენ არსებული სტრუქტურის, მართვის პროცესებისა და რეგულარული შეხვედრების დამკვიდრებული ტრადიციების უცვლელად დატოვების შემთხვევაში.

ან პირიქით, მისვლისთანავე, გაუაზრებლად იწყებს ყველაფრის მოშლას და ცვლილებას. ახლებურად, თავისი ჭკუით “დალაგებას” იწყებს და ამით ბევრ ისეთ სისტემას ანგრევს, რომელზეც ორგანიზაცია დგას.

ეს კი როგორც თანამშრომლებს, ისე კლიენტებს და ორგანიზაციის მესაკუთრეებს მნიშვნელოვან შიშებს უჩენს და არასწორი ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების განცდას უმწვავებს.

იმისათვის, რომ ახალი მენეჯმენტის მისვლით არსებული მართვის პროცესი არ ჩამოიშალოს, აუცილებელია, როგორც არსებული მართვის სისტემების ძალიან დეტალური ანალიზი, ისე იმ ცვლილებების კრიტიკული შეფასება, რომლის განხორციელებასაც ახალი ხელმძღვანელობა აპირებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.71 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “ორი შეცდომა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა ორგანიზაციაში მისვლისას არ უნდა დაუშვას”


  1. Mariami
    on Apr 29th, 2015
    @ 22:49

    როგორი აქტუალურია დღეს ეს ინსაითი და როგორი გასათვალისწინებელი ახალმომავალი ხელმძღვანელებისთვის საჯარო ორგანიზაციებში

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება