მათთვის, ვინც ძველი სტრუქტურით ახალი სტრატეგიის განხორციელებას ცდილობს

ორგანიზაცია ყოველდღიურად იმ პრიორიტეტების მიხედვით მუშაობს, ხარჯავს მენეჯმენტის ყურადღებას, დროს და რესურსებს, რაც სტრუქტურაშია ჩადებული და არა იმ საკითხების მიხედვით, რაც უმაღლეს მენეჯერს ჰგონია რომ მნიშვნელოვანია, როცა ის საღამოს თავის თავთან მარტო დარჩება, ან თუნდაც, რაზეც კოლეგებთან გულანთებით და აღტკინებით საუბრობს სტრატეგიის განხილვისას.

როგორც კი ხელმძღვანელი დილას სამსახურში დაბრუნდება, ან დაასრულებს კოლეგებთან სტრატეგიის განხილვებს და ყოველდღიურ, ჩვეულ რიტმს მიუბრუნდება, სწორედ სტრუქტურა განუსაზღვრავს მას რაზე უნდა იმუშაოს, რა საკითხები განიხილოს, რა ინფორმაცია მოისმინოს, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ა.შ.

იქ, სადაც პრიორიტეტები სტრუქტურაში გადატანილი არ არის, იქ სტრატეგია არასოდეს ხორციელდება, ან ხორციელდება პირველი პირების უდიდესი წვალების, ენერგიის, ემოციის ხარჯზე, უხარისხოდ, უსისტემოდ, არათანმიმდევრულად. ამ დროს, ყველას ერთი სული აქვს, როდის მოადუნებს ხელმძღვანელი ამ საკითხებზე ყურადღებას, რომ ყველა ისევ “თავის”,  ანუ სტრუქტურით მისთვის განსაზღვრულ საქმეს დაუბრუნდეს.

ის პრიორიტეტები, რომლებიც სტრუქტურაში არ არის გადატანილი, ისევ მალე ავიწყდება ორგანიზაციას. უმაღლესი მენეჯერის დიდი ძალისხმევის, ყოველდღიური ჩხუბისა და კამათის მიუხედავად ყველაფერი საბოლოოდ ისევ იმ კალაპოტს უბრუნდება, რასაც მას სტრუქტურა უჩენს. ეს ასე იქნება, სანამ უმაღლესი მენეჯერი არ მიხვდება, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები სტრუქტურაში სწორად უნდა გადაიტანოს.

ჩვენს კლიენტებს, სადაც სტრუქტურის განვითარების ამოცანაზე გვიმუშავია, ყველაზე მეტად სწორედ პრიორიტეტებზე მკაფიოდ შეთანხმება და მათი სტრუქტურაში სწორად გადატანა ეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში. ვინაიდან მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, ზედმეტი ყოველდღიური ფიქრის გარეშე, ორგანიზაცია სწორედ ამ, მთავარი ამოცანების მიხედვით განაგრძობს მუშაობას. შედეგად მენეჯმენტისთვის მუშაობაც ბევრად უფრო სასიამოვნო, ნაყოფიერი და მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისი ხდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება