“ყოვლისმცოდნე” ხელმძღვანელები

თუ პირველი პირი შეეცდება ისეთი მოადგილეები ყავდეს, რომლებიც უკეთესად იქნებიან გარკვეულები მათდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის სპეციფიკაში, ვიდრე თვითონ ამ სამსახურების ხელმძღვანელები, ორგანიზაცია ვერაფერ კარგ შედეგს აქედან ვერ მიიღებს.

გუშინ ერთი დიდი საჯარო ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან ახალი სტრუქტურის კონცეფცია განვიხილეთ. ერთ-ერთი მოადგილის ძირითადი შენიშვნა ის იყო, რომ ამ სტრუქტურით ძნელი იქნებოდა ისეთი მოადგილეების პოვნა, რომლებიც კომპეტენტურები იქნებოდნენ ყველა იმ საკითხში, რა ფუნქციებიც მათ დაქვემდებარებაში იყო დაჯგუფებული.

მსგავს შენიშვნას სტრუქტურასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრი გამოთქვამს. ხშირად უმაღლეს მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ კურატორი მოადგილე უკეთ უნდა ერკვეოდეს მასთან დაქვემდებარებული სამსახურების სპეციფიკაში, ვიდრე თვითონ ამ სამსახურის ხელმძღვანელები, რათა მათი მართვა და კონტროლი შეძლოს.

სწორედ ასეთი “ყოვლისმცოდნე” ხელმძღვანელები ხდიან რეაქტიულს სტრუქტურებსაც და მართვასაც, სადაც არც პასუხისმგებლობების და შესაბამისად არც უფლებების ქვევით გადაცემა არ ხდება. უმაღლესი მენეჯერები თვითონ იღებენ ყველაფერზე გადაწყვეტილებას და ამით შუა რგოლის ხელმძღვანელების განვითარებას, პროფესიულ და ლიდერულ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებენ. პროცესებსაც ანელებენ და ორგანიზაციასაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ამით.

სინამდვილეში კი აჯობებს სტრუქტურა ისე იყოს აგებული, რომ ქვევით ადამიანებს ძალიან მკაფიოდ ესმოდეთ რა შედეგები უნდა დაუდონ ორგანიზაციას, ჰქონდეთ ამისთვის საჭირო კომპეტენციებიც და უფლებებიც და სწორედ ამ შედეგებზე იყვნენ ორიენტირებული მაქსიმალურად.

ხელმძღვანელები უნდა ახერხებდნენ, დაუსახონ დაქვემდებარებულ ერთეულებს ამოცანები და მოითხოვონ მათგან კონკრეტული შედეგები. ისინი ნაკლებად უნდა ცდილობდნენ დარჩნენ მთავარ მცოდნეებად ყველა თემაზე, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში იყრის თავს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება