ამოგზაურე IT

ამა თუ იმ ქვედანაყოფს ორგანიზაციული სტრუქტურის რომელ ვერტიკალში, რომელ სხვა სამსახურებთან დააჯგუფებ და რა ამოცანაზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელს დაუქვემდებარებ, რადიკალურად ცვლის მისი ქცევის მანერას, საუბრის ენას, ტონს, მოტივაციას და მისწრაფებებს. ერთი და იგივე სამსახური, ერთი და იმავე ადამიანებით შეიძლება ერთ კვირაში ვერ იცნო, მას შემდეგ, რაც მას ახალ დაქვემდებარებაში გადაიყვან.

აი, მაგალითად IT, სადაც არ უნდა მოხვდეს სტრუქტურაში, სულ სხვანაირია მისი ქცევა და პრიორიტეტები:

თუ IT ფინანსური დირექტორის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება, ის ძირითადი რესურსის ხარჯვას აღრიცხვის და ანგარიშგების ავტომატიზაციაზე იწყებს. ისიც და ხელმძღვანელიც ამ ამოცანის აქტუალურობას ასაბუთებენ და სხვა საქმისთვის აღარ ყოფნით დრო.

საკმარისია IT ოპერაციებზე პასუხისმგებელი დირექტორის დაქვემდებარებაში გადავიყვანოთ, რომ მეორე კვირიდან ERP სისტემების განვითარებას იწყებს. IT საკადრო რესურსების უდიდესი ნაწილიც ამ მიმართულებით იწყებს მუშაობას.

როგორც კი IT-ის გაყიდვების მიმართულებაში გადავიყვანთ, CRM სისტემები ტექნოლოგიური განვითარების უმთავრესი პრიორიტეტი ხდება.

თუ ვინმე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ IT ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ის უმჯობესია პირველ პირს პირადად ექვემდებარებოდეს და ამ მოსაზრებას მენეჯმენტიც გაიზიარებს, ორგანიზაციაში სულ სხვა პრობლემები დაიწყება.

IT ნელ-ნელა მოახერხებს პირველი პირის დარწმუნებას გრანდიოზული ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაში. ეს ნიშნავს, რომ მალე ძალიან ძვირადღირებული პროექტები დაიწყება, რომელთა უკუგებასაც ორგანიზაცია დიდ ხანს ვერ მიიღებს და ვერც შეაფასებს.

როგორც არ უნდა ვიწუწუნოთ დანარჩენმა მენეჯერებმა, ჩვენთვის IT-ის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება იმ ხელმძღვანელებთან შედარებით, ვისთანაც ის პირდაპირ დაქვემდებარებაში იქნება. მაშინაც კი, თუ IT კომიტეტს გავაკეთებთ და დამკვეთები თვეში ერთხელ შევეცდებით ერთად ჩამოვყალიბდეთ, რა უნდა იყოს მისი პრიორიტეტები.

სწორედ ამიტომ, ალბათ ჯობს, შევეგუოთ ამ აზრს და IT-იც სტრუქტურაში პრიორიტეტების მიხედვით ვამოგზაუროთ. იმ ვერტიკალებში, სადაც ის  სწორედ იმ მომენტში ყველაზე მეტად არის საჭირო.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “ამოგზაურე IT”


  1. გიორგი
    on May 18th, 2015
    @ 18:48

    IT განყოფილებას რა ესაქმება ფინანსური დირექტორის ქვეშ? ან რა პირველი პირის დარწმუნებაში და სტრუქტურაში მოგზაურობაზეა საუბარი? ძალიან სცდებით ასე არასერიოზულად/მეორეხარისხოვნად რომ აღიქვამთ და სათამაშო გგონიათ IT განყოფილება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება