საუკეთესო საწვავი ადამიანებისთვის

პასუხისმგებლობა არის მთავარი სიტყვა შრომის ორგანიზაციაში. სწორედ მასზე შენდება ნებისმიერი ორგანიზაცია, საჯარო იქნება თუ კერძო, ოჯახი იქნება ის, კომპანია თუ სახელმწიფო. რაც უფრო ცხადად და სწორად არის განსაზღვრული ადამიანის პასუხისმგებლობა ორგანიზაციაში, მით უფრო ენერგიული, დინამიური და, შესაბამისად, წარმატებულია ის.

და აი, რატომ:

პასუხისმგებლობა გაცილებით დიდი მოტივატორია, ვიდრე ნებისმიერი მოტივაციის სისტემა. ადამიანებისთვის სამსახურის შენარჩუნება და კარიერის გაკეთება, როგორც წესი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტულად რამდენ პრემიას წაიღებს ამ თვეში სახლში. ამიტომ ისინი უფრო ცდილობენ, ის გააკეთონ, რაზეც იციან, რომ პასუხისმგებლობა აკისრიათ და მერე იფიქრონ იმაზე, საიდან აიღებენ დამატებით პრემიას.

პასუხისმგებლობა გაცილებით უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე ნებისმიერი სასწავლო პროგრამა თუ უმაღლესი სასწავლებელი. როდესაც ადამიანმა ზუსტად იცის, რა არის მისი პასუხისმგებლობა, ეძებს ინფორმაციას, ლიტერატურას, ვიდეო-რგოლებს და ყველაფერს ისრუტავს იქიდან.

პასუხისმგებლობა გაცილებით დიდი შთაგონების წყაროა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის, ვიდრე ნებისმიერი მუზა. როდესაც მენეჯმენტის დიდი შემადგენლობა გელოდება კონკრეტულ დღეს კონკრეტულ შეხვედრაზე, სადაც იდეები უნდა წარადგინო კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად, ეს იდეები ყოველთვის საიდანღაც ჩნდება და მათი ხარისხიც, როგორც წესი, ცუდი არ არის.

პასუხისმგებლობა გვაიძულებს, გაცილებით მეტი ყურადღებით მოვუსმინოთ სხვებს და გაცილებით მეტი ვიფიქროთ, სანამ ნაბიჯს გადავდგამთ. ეს ნიშნავს, რომ, რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო ბრძენდება ადამიანი.

სწორედ ამიტომ იცვლება ადამიანების ქცევა რადიკალურად, როდესაც მათ პასუხისმგებლობა ეცვლებათ.

ჩვენი კლიენტები, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტებში, ჩვენგან სწორედ იმას ელიან, რომ დავეხმარებით უფრო ცხადად და უფრო სწორად გადაანაწილონ პასუხისმგებლობები თანამშრომლებს შორის, რათა მათ უფრო მეტი და უფრო სწორად იმუშაონ, მეტი იდეები და ინიციატივები დაბადონ და ამასთან გაცილებით ყურადღებით მოუსმინონ ერთმანეთს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება