შექმენით დირექტორატი – მენეჯმენტის ყურადღების კონცენტრაციის და მართვის მთავარი ინსტრუმენტი

იმ ორგანიზაციებში, სადაც უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრები რეგულარულად არ იკრიბებიან, ორგანიზაციის მნიშვნელოვან საკითხებს ერთად არ იხილავენ, არ იღებენ გადაწყვეტილებებს და თან თუ ეს პროცესი კარგად ფორმალიზებულიც არ არის, მენეჯმენტის ყურადღება, როგორც ორგანიზაციის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, არაკონცენტრირებულია, არ გამოიყენება სწორად და არაეფექტიანად იმართება.

მენეჯმენტის ყურადღება ნებისმიერი ორგანიზაციის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ის საკითხები, რაზეც უმაღლესი ხელმძღვანელების ყურადღება იხარჯება, მიდის წინ. ის კი, რაზეც მენეჯმენტი ყურადღებას ვერ ხარჯავს, ჩერდება და რეგრესს განიცდის.

საქართველოში ძალიან ბევრგან, სადაც ორგანიზაციულ სტრუქტურებს ვაკეთებთ, დირექტორატი, ან მისი მსგავსი მართვის  ჩამოყალიბებული, ფორმატი არ არის. ყველა ასეთ ორგანიზაციაში მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის ურთიერთობა მოუწესრიგებელია, მათი რესურსი ძალიან არაპროდუქტიულად გამოიყენება. პირველი პირები პირადად იხილავენ ცალკეულ ხელმძღვანელებთან საკითხებს, ან სხვადასხვა შემადგენლობით, საკითხებიდან გამომდინარე, კრებენ მენეჯმენტის გუნდის ცალკეულ წევრებს.

მართვის ასეთი სტილი მენეჯმენტის ყურადღებას, როგორც რესურსს, ამცირებს, ასუსტებს და არაეფექტიანს ხდის. შლის ტოპ-მენეჯმენტის გუნდს, ართულებს ინფორმაციის გაცვლას, კოორდინაციას მიმართულებებს შორის, იწვევს გაუგებარ ონფლიქტებს, ამცირებს გადაწყვეტილებების ხარისხს და ართულებს დელეგირების შესაძლებლობებს მენეჯმენტის გუნდის წევრებზე.

იქ, სადაც სტრუქტურული ცვლილების შედეგად, ვახერხებთ, დირექტორატს ვქმნით და ის რეგულარულ მუშაობას იწყებს, სიტუაცია მოკლე ვადაში რადიკალურად იცვლება. მენეჯმენტი უფრო შეკრული და კოორდინირებული ხდება, საერთო ენაზე იწყებს ლაპარაკს, გაცილებით მეტი გადაწყვეტილებები მიიღება და ბევრად უფრო სწორად. ორგანიზაციაც მენეჯმენტის ყურადღების, ამ უმთავრესი  რესურსის, უკეთ კონცენტრირებას და გამოყენებას ახერხებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.95 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება