თუ გვინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა რამე ძალიან დიდი და განსაკუთრებული გააკეთონ, უნდა ვუფასებდეთ უმცირესსაც კი, რასაც გულით და მონდომებით აკეთებენ

თუ ჩვენს თანამშრომლებს თუნდაც ძალიან მცირეს და ერთი შეხედვით უმნიშვნელოს, მაგრამ გულით გაკეთებულს სათანადოდ არ დავუნახავთ და დავუფასებთ, მაშინ არასოდეს უნდა ველოდოთ მათგან, რომ ისინი ჩვენთვის რამე განსაკუთრებულად დიდს და მნიშვნელოვანს გააკეთებენ.

სამწუხაროდ ისე ხდება, რომ მენეჯერების დიდი ნაწილის აზრით თანამშრომლები ისედაც ვალდებულები არიან გულით და ხარისხიანად იმუშაონ. ისინი ამაში ხელფასს იღებენ და არ არის საჭირო ან ვაქცევდეთ ყურადღებას რამდენად მონდომებით მუშაობენ ან სათანადოდ ვუფასებდეთ ყოველდღიური შრომისას კარგად შესრულებულ მცირე სამუშაოებს.

არადა მოგვწონს ეს ხელმძღვანელებს, თუ არ მოგვწონს რეალური მოცემულობა ესეთია. თუ თანამშრომლების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, განსაკუთრებული მონდომებით შესრულებულ მცირე სამუშაოზე ვერ ხედავს სათანადო დაფასებას, ის არა თუ დიდს, მცირესაც არაფერს ბევრს აღარ აკეთებს გულითა და დიდი მონდომებით.

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა დაიჯერონ, რომ განსაკუთრებული შედეგები, გაწეული ძალისხმევა მენეჯმენტს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება, ისინი ხშირად უნდა ხედავდნენ როგორ გამოყო და აღნიშნა ხელმძღვანელმა ამა თუ იმ თანამშრომლის მიერ განსაკუთრებული მონდომებით გაკეთებული საქმე.

ყველა ორგანიზაციაში საჭიროა მექანიზმი, რომელიც ასეთ, შედარებით მცირე, მაგრამ მონდომებით გაწეულ ძალისხმევაზე ინფორმაციას მოგვაგროვებინებს. საჭიროა წახალისების ინსტრუმენტების მრავალფეროვანი ჩამონათვალი, რომ ერთი და იმავე ფორმით არ მოხდეს თანამშრომელთა წახალისება. და საჭიროა მუდმივმოქმედი ფორმატი, სადაც პირველი პირი HR-თან ერთად უნდა იხილავდეს როგორი შედეგები და ძალისხმევა როგორი ინსტრუმენტით წავახალისოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ასეთი რწმენა გავუჩინოთ და გავუძლიეროთ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “თუ გვინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა რამე ძალიან დიდი და განსაკუთრებული გააკეთონ, უნდა ვუფასებდეთ უმცირესსაც კი, რასაც გულით და მონდომებით აკეთებენ”


  1. მარიამ მუნჯიშვილი
    on May 22nd, 2015
    @ 12:41

    ძალიან კარგი ინსაითია! ისეთი, ყველა ხელმძღვანელს რომ გაკრული უნდა ჰქონდეს თავის სამუშაო მაგიდაზე.


  2. ირმა
    on May 22nd, 2015
    @ 13:56

    თანამშრომლების სათანადოდ დაფასება შესაძლოა შესძლოს კონკურენტუნარიანმა მენეჯერმა. თუ მენეჯერს საკუთარი თავის დარდი უფრო აქვს, ვიდრე საქმის, ის თანამშრომელს ვერ ან არ დააფასებს. საქართველოს სჭირდება მეტი პროფესიონალი (ერთდროულად თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი) მენეჯერი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება