გავაკეთოთ ის, რასაც თანამშრომლები გვირჩევენ მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკეთესი გზა ვიცით

თუ ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც თანამშრომლები გვირჩევენ, მაშინაც კი როცა ვფიქრობთ, რომ უკეთესი გზა ვიცით დასმული ამოცანის გადასაწყვეტად, გაცილებით გავზრდით მათში მოტივაციას, პასუხისმგებლობის გრძნობას. ეს კონკრეტული სამუშაოც დეტალების დონეზე გაცილებით კარგად და სწრაფად გაკეთდება, და რაც მთავარია კიდევ უფრო გავუზრდით მოტივაციას თანამშრომლებს მომავალშიც ახალი ინიციატივებით გამოვიდნენ.

როდესაც ჩვენ ორგანიზაციული პრობლემების კვლევისას კლიენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ვეკითხებით რატომ არ ითვალისწინებენ ქვევიდან წამოსულ წინადადებებს და ინიციატივებს, ხშირად გვპასუხობენ რომ ასეთი წინადადებები ან საერთოდ არ მოდის, ან როგორც წესი ძალიან უხარისხოა.

ყველა იხსენებს შემთხვევებს, როდესაც სთხოვეს იდეები თანამშრომლებს და ის, რაც მათ მოიწერეს მენეჯმენტს უკვე ნაფიქრი ჰქონდა და ხშირად თვითონ უკეთესადაც ხედავდა სიტუაციიდან გამოსვლის გზას. და ბუნებრივია უმეტესობა ასეც იქცევა და მოქმედებას საკუთარი იდეების მიხედვით აგრძელებს. თანამშრომლებს კი მადლობასაც კი არ უხდიან გამოუყენებელი, მარტივი, “შედარებით უხარისხო” იდეების გამო.

რომ ვეკითხებით რა მოხდა მერე, აღარც მენეჯმენტს აღარ შეუწუხებია თავი სხვა დროს მსგავსი გამოკითხვების ჩატარებისგან და აღარც თანამშრომლები იკლავენ თავს ინიციატივებით გამოსვლით.

არადა, თუ ხელმძღვანელი ქვევიდან წამოსულ თითოეულ რჩევას უდიდეს საჩუქრად აღიქვამს, ეცდება სწორად განავითაროს ის, დახვეწოს და მაქსიმალურად გამოიყენოს მაშინაც კი, თუ ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესი გზა იცის ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თან ამავე დროს მაქსიმალურად წამოწევს და დაუფასებს იდეის ავტორს თანადგომას და მონდომებას – თვითონაც და ორგანიზაციაც გაცილებით უკეთეს შედეგებს მიიღებს.

სხვა დროს მეტი ადამიანი მეტი წინადადებით გამოვა, მუშაობის მოტივაციაც ბევრად მეტი ექნებათ და განხორციელებაზეც გაცილებით მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით იმუშავებენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება