პასუხისმგებლობის განცდაში განსხვავება პირველ პირსა და დანარჩენ თანამშრომლებს შორის

რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობის განცდაში განსხვავება პირველ პირსა და დანარჩენ თანამშრომლებს შორის, მით უფრო დიდია განსხვავება მათ შორის მოტივაციის დონეში. და რაც უფრო დიდი განსხვავებაა მოტივაციაში – მით უფრო დიდი უფსკრული წარმოიშვება მათ შორის.

პირველი პირები, რომლებიც ორგანიზაციაში სხვა ყველა ადამიანთან შედარებით ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ განსაკუთრებით მონდომებულები არიან ორგანიზაციამ წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ იქ, სადაც სხვა ყველა ადამიანს, მათ შორის უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის დანარჩენ წევრებს პასუხისმგებლობის ასეთი მკაფიო და ძლიერი განცდა არ აქვთ, მათი მონდომებაც ასეთი ძლიერი არ არის.

როდესაც პირველი პირი ხედავს, შეხვედრებზე, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მცდელობისას, რამდენად დიდია მისი მოტივაცია და სურვილი რაღაც შედეგების მიღწევის და ამ დროს სხვები ასეთ მოტივაციას არ ამჟღავნებენ, უინიციატივოდ სხედან, პასუხისმგებლობას გაურბიან, უფრო ჭედავენ საკითხებს ვიდრე ეხმარებიან მათ გადაწყვეტაში, პირველი პირი თვითონ იწყებს ყველაფრის გადაწყვეტას. ის ამით თითქოს მდინარის მეორე ნაპირზე გადადის და იქიდან იწყებს ორგანიზაციის მართვას.

ასეთ დროს ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მარტო არიან, მარტო უწევთ ყველაფრის მოფიქრება, გადაწყვეტა, რომ გუნდში არ გაუმართლათ, რომ ისეთი ადამიანები არ ყავთ, როგორსაც იმსახურებენ. მათსა და დანარჩენ ორგანიზაციას შორის თვითონ აჩენენ უფსკრულს, რომელიც მათ შორის კომუნიკაციასაც ართულებს და ორგანიზაციის წარმატებასაც თითქმის შეუძლებელს ხდის.

არადა ასეთ დროს საკმარისია პირველმა პირმა უმაღლესი პრიორიტეტის ამოცანებზე პასუხისმგებლობები მკაფიოდ გადაანაწილოს უმაღლესი რანგის მენეჯერებს შორის, თან ისე, რომ პირადად არც ერთი ამოცანა არ დაიტოვოს, მათ ქვეამოცანებზე კი პასუხისმგებლობა შუა რგოლის მენეჯერებს გადაუნაწილონ ერთად.

თუ გიფიქრიათ რატომ არის ისე, რომ, როგორც წესი პირველ პირებს ურჩევნიათ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან ორგანიზაციაში, ვისაც პასუხისმგებლობის მეტი განცდა აქვს? მეტ დროს ატარებენ მათთან, მეტს მსჯელობენ და გადაწყვეტილებებსაც უმეტესად მათთან ერთად იღებენ.

როგორც კი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა გაიზრდება, მათი მონდომების ხარისხიც მნიშვნელოვნად მოიმატებს, მოტივაციის ხარისხში განსხვავების შემცირება კი სწრაფად დაუახლოვებს ისევ ადამიანებს ერთმანეთს.  მათთან შეხვედრებიც ბევრად ინტერაქტიული გახდება და პირველი პირიც ცხადად იგრძნობს, რომ აღარ არის მარტო და როგორც გზას, ისე მიღწეულ წარმატებას მათთან ერთად გაიზიარებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.50 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “პასუხისმგებლობის განცდაში განსხვავება პირველ პირსა და დანარჩენ თანამშრომლებს შორის”


  1. Mariami
    on Jun 12th, 2015
    @ 21:22

    ძალიან მაგარი ინსაითია, აი ძალიან.

    ვერცერთი უმაღლესი მენეჯმენტის გუნდი ვერ მიაღწევს ალბათ რეალურ წარმატებებს და არც მუშაობა იქნება სასიამოვნო არცერთი წევრისთვის, თუ პირველ რიგში ტოპ გუნდში არ იყო პასუხისმგებლობის განცდა თანაბარი.

    მე ვიცნობ ისეთი გუნდის წევრებს, რომლებიც ამ მდგომარეობაში იყვნენ. ყველაზე რთული მათთვის დღეს გარდამავალი ეტაპია, როცა მიხვდნენ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ ისე არიან გახლართული რუტინაში და არაპრიორიტეტულ თემებში, რომ უჭირთ მდინარის სწორ ნაპირზე გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა პირმა სტრატეგიული ამოცანები ძალიან სწორად გადაუნაწილა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება