ვინ რაზე ფიქრობს, ვინ რას აკეთებს და ვის რა რესურსებზე აქვს წვდომა

სტრუქტურა განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანიზაციის სამი უმთავრესი რესურსის განაწილების ალგორითმს: ინტელექტის, ძალისხმევისა და ფულის. სტრუქტურაში ვის რა ამოცანაზე აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, ვის რა ფუნქცია აქვს დავალებული და ვის რა ძალაუფლება აქვს მინიჭებული, განსაზღვრავს სწორედ ამ სამი უმთავრესი რესურსის განაწილების სქემას.

როდესაც სტრუქტურა გვეუბნება, რომ ჩვენ პროდუქტების განვითარებაზე ვაგებთ პასუხს, ვიწყებთ ამ ამოცანაზე ყოველდღიურად ფიქრს და ვცდილობთ საუკეთესო გადაწყვეტილებები ვიპოვოთ ამისათვის;

როდესაც სტრუქტურა გვეუბნება, რომ საუკეთესო პრაქტიკის კვლევა უნდა ვაკეთოთ მომსახურების ხარისხის განსავითარებლად, ჩვენც ავტომატურად ჩვენი ძალისხმევის ხარჯვას ამ მიმართულებით ვიწყებთ;

რაც უფრო მაღალ რეგისტრს მოგვანიჭებს სტრუქტურა ორგანიზაციაში, მით უფრო დიდი იქნება საჭირო რესურსებზე რეალური წვდომაც.

რაც უფრო სწორი ამოცანებია განაწილებული თანამშრომლებზე, რაც უფრო ღირებული ფუნქციები გვაქვს დავალებული მათთვის და რაც უფრო პრიორიტეტების შესაბამისად გვაქვს მათ შორის ძალაუფლება განაწილებული, მით უფრო შედეგიანია სტრუქტურა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით უფრო უკეთ ვიყენებთ თანამშრომლების უნარებს და მით უფრო სასიამოვნოა და ადვილია მართვაც ხელმძღვანელებისთვის.

მეორე მხრივ, თუ ვხედავთ, რომ სტრუქტურაში არ გვყავს მნიშვნელოვან ამოცანაზე პასუხისმგებელი პირი, ან ძალიან არსებითი ფუნქცია სტრუქტურულად არავის ევალება, ან პრიორიტეტულ ამოცანაზე პასუხისმგებელ ადამიანს საკმარისად მაღალი სტატუსი არ აქვს, სტრუქტურაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე ყველა სხვა მცდელობა ვიღაცას რაღაც დავავალოთ ან მხარდაჭერა აღვუთქვათ, მხოლოდ დროებით, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა იქნება. ასჯერ მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ რამეს მივაღწიოთ და როგორც კი მოვეშვებით, ცურვა ისევ ძველებურად, დინების მიმართულებით გაგრძელდება. არა როგორც ჩვენ, ხელმძღვანელებს გვსურს, არამედ ზუსტად ისე, როგორც ამას განაპირობებს მისი “უდიდებულესობა” სტრუქტურა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება