ამოწურვადი საქმისთვის შექმნილი პერმანენტული სტრუქტურული ერთეულები ძალიან ნელა მუშაობენ

როდესაც ერთჯერად ან ამოწურვად ამოცანაზე პერმანენტულ სტრუქტურულ ერთეულს ვქმნით, მზად უნდა ვიყოთ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არასოდეს დასრულდეს.

აი მაგალითად, როდესაც პროკურატურა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეების გამოძიებისთვის სპეციალურად დეპარტამენტს ქმნის. იმ პირობებში, როდესაც ასეთი საქმეები აღარ ემატება და მხოლოდ ადრე ჩადენილი უკანონობების გამოძიება და ბოლომდე მიყვანაა საჭირო, ამ ქვედანაყოფების თანამშრომლები არასდროს არ იჩქარებენ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ყველა ეს საქმე.

ასეთ, პერმანენტულ ქვედანაყოფებს სტრუქტურაში, რომლებსაც ამოწურვადი საქმის გასაკეთებლად ქმნიან, როგორი მოტივაციის სისტემაც არ უნდა გააკეთო, ვერ მოანდომებს თავის საქმე სწრაფად ამოწუროს და ახალ სამსახურზე ფიქრი დაიწყოს. საჭიროა მათთვის ისეთი სტრუქტურული ამოცანის დავალება, რომელიც ორგანიზაციის წინაშე ყოველთვის იდგება, მაგრამ რომელიც ამ საქმეებს ამ ეტაპზე მაღალპრიორიტეტულად განიხილავს.

ფიქრი და მსჯელობა იმაზე, რომ ასეთი ქვედანაყოფები ნელა იმიტომ მუშაობენ, რომ მათ თანამშრომლებს კვალიფიკაცია არ ყოფნით ან მათი სიზანტე სხვა პიროვნულ პრობლემებს უკავშირდება, არასწორია. მათი ასეთი ქცევა სტრუქტურული, სისტემური შეცდომით არის გამოწვეული და არა მათი პირადი შეუსაბამობით დაკავებულ პოზიციებთან.

 


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება