შედეგების განმსაზღვრელი ფუნქციები

თუ ჩვენ ადამიანების რესურსის ძირითად ნაწილს შედეგებზე ნაკლებად ზემოქმედი ფუნქციებიდან ისეთ ფუნქციებზე გადავიტანთ, რომლებსაც შედეგებზე დიდი გავლენა აქვს, ორგანიზაცია ბევრად უფრო პროდუქტიული გახდება და გამართულად იმუშავებს.

როდესაც ორგანიზაცია მისთვის მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტის მიდგომას ცვლის, ან რომელიმე პროცესში ხდება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება (რაც თავისთავად ყველა ორგანიზაციისთვის უწყვეტი პროცესია), ეს იწვევს ახალი ფუნქციების დამატების საჭიროებას და ამასთან ხშირად არსებული ფუნქციების ნაწილს აქტუალურობა ეკარგება.

თუმცა ამის მიუხედავად მენეჯმენტი ხშირად აგვიანებს მიდგომებში და პროცესებში ცვლილების შესაბამისი გადაადგილებების სტრუქტურაში განხორციელებას. ეს კი ერთი მხრივ იმას იწვევს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფუნქციებზე არასაკმარისი რაოდენობის ადამიანები მუშაობენ, მაშინ როდესაც უკვე არასტრატეგიულ ფუნქციებზე თანამშრომლების დიდი ნაწილი რჩება დასაქმებული.

ამის გამო ორგანიზაციები მათი დანიშნულების ჯეროვნად შესრულებას ვერ ახერხებენ, სათანადოდ ვერ იყენებენ ადამიანების პოტენციალს და პროცესების დიდი ნაწილიც უსისტემოდ მიმდინარეობს.

იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ გაანალიზდეს ფუნქციები, რომელსაც რესურსი აკლია და ფუნქციები, რომელსაც საჭიროზე მეტი ადამიანი ემსახურება და მოხდეს ამ შეუსაბამობების გასწორება. ამის გარეშე ორგანიზაცია სულ უფრო აცდება მის დანიშნულებას და გაუმართავად, მუდმივად შეფერხებებით იმუშავებს.

 


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება