ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ შეიძლება ადამიანმა შექმნას

თუ ადამიანი სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციას შექმნის, ისეთს, რომელსაც ძალიან ცხადი და მკაფიო, საზოგადოებისთვის ღირებული დანიშნულება ექნება, შეძლებს თვით ამ ადამიანის მონაწილეობის გარეშეც შეასრულოს საკუთარი დანიშნულება მაღალი ხარისხით და ამასთან მუდმივად იპოვოს საკუთარი სისუსტეები და გამოასწოროს, ეს შეიძლება იყოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანმა შექმნას.

ადამიანების გაერთიანება, რომელსაც ცხადი ხედვა აქვს სად მიდის, რას უნდა მიაღწიოს, რა მთავარ ფუნქციას ასრულებს, ვისთვის მუშაობს, რა ღირებულებას უქმნის მათ და როგორ აწვდის მათ ამ ღირებულებას, შეუძლია სწორად გააანალიზოს გარემოში მიმდინარე პროცესები და მოერგოს მას, შეუძლია აფასებდეს შიგნით მიმდინარე ცვლილებებს და მათ შესაბამისად ცვლიდეს საკუთარ ფუნქციას, შეუძლია სწავლობდეს უწყვეტად და მუდმივად ხვეწდეს საკუთარი საქმიანობის მიდგომებს, ფაქტიურად ერთგვარი პერპეტუმმობილეა, რომელიც უწვეტად ქმნის სხვებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას.

სრულყოფილ ორგანიზაციას ვერავინ შექმნის, მაგრამ ბევრს შეუძლია, თუ მოინდომებს, შექმნას ასეთი მუდმივი მოქმედების ძრავი – ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ისწრაფვის გახდეს სრულყოფილი.

ყველაზე რთული რაც ამ გზაზე არსებობს, გახადო ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელი შენგან. სადაც შენი მონაწილეობის გარეშე მას შეუძლია არამარტო ოპერაციულად გამართულად იმუშაოს, არამედ უწყვეტად განვითარდეს და ამასთან აკეთოს ეს ბევრი ათეული წლის განმავლობაში, მას მერე, რაც შენ იქ აღარ იქნები.

 


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.75 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება