გუნდები თანამედროვე ბიზნესში

თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე ბიზნეს სამყაროში ყველა ორგანიზაცია აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი, თუმცა ძალიან ცოტა თუ ახერხებს ეფექტური გუნდების ჩამოყალიბებას. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ჯგუფი იქცეს წარმატებულ გუნდად?

გუნდების ეფექტიანად მუშაობისთვის აუცილებელია მათი დაკომპლექტება მოხდეს სწორად და შესაფერისი ადამიანებით. ამისთვის, უნდა გავითვალისწინოთ თითოეული პოტენციური წევრის უნარები და შესაძლებლობები, რაც მოცემული სამუშაოსთვის არის საჭირო.

ეფექტური გუნდური მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კომპანია მაკკინზი, სადაც ნებისმიერი მნიშვნელობის საკითხი წყდება გუნდის მიერ. გუნდების დაკომპლექტება კი ხდება ადამიანთა ანალიტიკური და მენეჯერული უნარებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრების საფუძველზე.

მაკკინზიში არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია გუნდის ეფექტური ფუნქციონირებისათვის:

  1. გუნდის წევრები უნდა გრძნობდნენ, რომ ქმნიან ღირებულებას. უნდა იცოდნენ თუ რა რატომ ხდება, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია გუნდისა და კლიენტისთვის.
  2. გუნდი უნდა მიჰყვებოდეს არჩეულ კურსს. გუნდს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტები და იცოდეს საით მიდის. ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს გუნდის წევრებთან.
  3. აუცილებელია ურთიერთპატივისცემა. გუნდის წევრების პატივისცემა გულისხმობს მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და ღირებულებების გათვალისწინებას.
  4. უნდა იცნობდეთ გუნდის წევრებს, როგორც ადამიანებს. ეს გულისხმობს, რომ იცოდეთ მათი ოჯახური მდგომარეობა, ჰობი, ინტერესები. ასევე, უამბოთ მათ თქვენს ინტერესებზე, რათა აღგიქვან გუნდის ნაწილად.
  5. უნდა შეინარჩუნოთ გუნდის ტემპერატურა. უნდა ისაუბროთ გუნდის წევრებთან და დარწმუნდეთ, რომ ბედნიერები არიან იმით, რასაც აკეთებენ და თუ არ არიან, სწრაფი რეაგირებაა საჭირო ხელმძღვანელობის მხრიდან.

მაკკინზის მაგალითზე, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას სწორად დაკომპლექტებული და ეფექტურად მართული გუნდების მეშვეობით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “გუნდები თანამედროვე ბიზნესში”


  1. დავითი
    on Jan 27th, 2017
    @ 16:24

    მოკითხვა ლთბ-იდან :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება