ჩვენ საკონსულტაციო კომპანია ვართ და მუშაობის ოცმა წელმა გვასწავლა, რომ თუ არ გეკითხებიან რჩევას, ჯობს არაფერი ურჩიო.
რაც არ უნდა ცხადად ხედავდე, რომ შესაძლებლობები იკარგება ან რაღაცა არასწორად კეთდება სანამ ადამიანი იმ დასკვნამდე მივა, რომ გკითხოს, ჯობს არაფერი უთხრა ამაზე. ვინაიდან ასეთ დროს ის, ვისაც ეს რჩევა შეიძლება სჭირდება, მაგრამ ამას სათანადოდ ჯერ ვერ ხვდება ან ვერ აფასებს, ვერც შენი თქმით მიიღებს და დაიჯერებს უფრო ადვილად ან სწრაფად.
უფრო მეტიც, შენმა ასეთმა რჩევამ შესაძლოა ის აგრესიულად განაწყოს შენს მიმართაც და იმ საკითხის მიმართაც კი, რომელზეც შენ მას უთხოვნელ რჩევას აძლევ.