ინსაითის თემა შერჩეულია მკითხველის თხოვნით.
ბიზნესის დაწყებისას ხშირად შეცდომებს უშვებენ ყველაზე კრიტიკულ საკითხებში:
- დანიშნულების არასათანადო გააზრება – რა მისიას ემსახურება ორგანიზაცია, რა არის მთავარი ღირებულება რასაც ქმნის და როგორია ამ დანიშნულების განხორციელების გზა – აუცილებელია ამ სტრატეგიული საკითხების გააზრება. ხშირად ისე ხდება, რომ მხოლოდ ბიზნეს იდეით ნაკარნახევი 1-2 ტაქტიკური ნაბიჯის გააზრება ხდება და პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა, რაც არც თუ იშვიათად შეიძლება ყურადღების, დროისა და რესურსის არასწორი მიმართულებით ხარჯვას ნიშნავდეს.
- ხარისხზე არასაკმარისი კონცენტრირება გრძელვადიანად – როგორც ხშირად ხდება, ახალი პროდუქტი თუ მომსახურება გამორჩეულია ხარისხით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისეთი აღარ არის თავიდან რომ იყო. მომხმარებელიც უფრო მომთხოვნი ხდება და სულ უფრო მაღალი ხარისხის მოლოდინი აქვს. გაუმჯობესების შესაძლებლობების მუდმივი ძიება ახლადშექმნილი ბიზნესის გადარჩენისა და განვითარების უმთავრესი პირობაა.
- არასათანადო დაფასება ვისთან ერთადაც ზიხარ ნავში – თავიდან, როცა გუნდი ძალიან პატარაა თითოეულ ადამიანს უდიდესი ფასი აქვს. დროთა განმავლობაში გუნდი იზრდება, უფრო დიდ ამოცანებს ეჭიდება და თავდაპირველი შემადგენლობა სულ უფრო გამოცდილი და ძვირფასი ხდება. მათში ისეთი ცოდნაა დაგროვილი, რომელიც შეუცვლელია. მათი არასათანადო დაფასება, დემოტივირება და უარეს შემთხვევაში წასვლა გუნდიდან ძალიან მტკივნეული ხდება სტარტაპისთვის.
ამ საკითხებზე უფრო ვრცლად იხილეთ სტატია ბმულზე.