ყველა პრობლემის მოგვარება მისი აღიარებიდან იწყება, არადა სწორედ ამის გაკეთება გვიჭირს ხელმძღვანელებს ყველაზე მეტად

ორგანიზაციაში არსებული პრობლემების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენგან, ხელმძღვანელებისგან მოდის. ჩვენი მხრიდან დაგვიანებული რეაქცია, არასრული, ფრაგმენტული, ცალმხრივი ანალიზი, სუბიექტური ფაქტორები გამო გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება, განაპირობებს იმას, რომ რიგ შემთხვევებში  არადროულ და ნაკლებად ადექვატურ რეაგირებას ვახდენთ.

არადა, ეს და მსგავსი შეცდომები ბევრ პრობლემას ქმნის, რომელთა მოგვარებისთვის პირველი ნაბიჯიც სწორედ იმის აღიარება უნდა იყოს, რომ სწორედ ეს არის პრობლემა და ის ჩვენივე ქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული. ყველა პრობლემის მოგვარება ხომ მისი აღიარებით იწყება.

ჩვენ კი, ხელმძღვანელებს ხშირად სიკვდილზე მეტად გვეშინია იმის თქმის, განსაკუთრებით თანამშრომლებთან, დამფუძნებლებთან, რომ ჩვენ შეგვეშალა, ჩვენ დავაგვიანეთ, ჩვენ დავაკელით ყურადღება და ა.შ. და ამით ამ პრობლემის მოგვარების შანსსაც ვამცირებთ და ორგანიზაციასაც კიდევ სხვა, დიდი პრობლემებისთვის ვწირავთ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება