“თუ დამავალე, მაცალე კიდეც”

ხშირად ხელმძღვანელები თანამშრომლებს რაღაცა მნიშვნელოვანს ვავალებთ, მაგრამ იმის გაკეთებაში დიდ მონაწილეობას მაინც ჩვენ ვიღებთ. იმის არგუმენტით, რომ გვინდა ძალიან კარგად გამოვიდეს, რამე შეცდომა არ დაუშვას, რამე არ გააფუჭოს. შედეგი შეიძლება ერთი შეხედვით იყოს კარგი, მაგრამ ეგ იქნება ერთჯერადად, იმ კონკრეტულ შემთხვევაში და სხვა დროსაც ჩვენ ამგვარ ჩართვას მოითხოვს.

რაც არ უნდა გვექავებოდეს ხელები, რომ იმ კონკრეტული დავალების გადაჭრის ჩვენი მოსაზრება ვუთხრათ, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის, და ვთვლიდეთ რომ თავზე დაგვექცევა, ჯობია, ვაცალოთ იმ ადამიანს ამის გაკეთება. მოთმინებით დაველოდოთ. თუ რამეს გვკითხავს, ჩვენი აზრი ვუთხრათ, მაგრამ ჩვენი ინიციატივით ნუ შევუცვლით მიმართულებას.

ამგვარად, ის ადამიანი თავისით იმ მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას თუ ვერ ისწავლის, იმას მაინც გავიგებთ რა პოტენციალი აქვს რეალურად და რა იმედები შეიძლება დავამყაროთ მასზე. ვიდრე ჩვენს იმედად იყოს მუდმივად მსგავსი მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება