თანამშრომლების თვალებში ყველაზე ნათლად ჩანს რამდენად კარგად იმართება ორგანიზაცია

თუ გვინდა შევაფასოთ რამდენად კარგად იმართება ორგანიზაცია, რამდენად კარგი მენეჯმენტი ჰყავს და რამდენად დიდია შანსი, რომ ამ ორგანიზაციას წარმატებები ექნება, ხშირად საკმარისია მის თანამშრომლებს დავაკვირდეთ რამდენად ცოცხალი თვალები აქვთ.

რაც უფრო ბევრი თანამშრომლის თვალებში ვხედავთ ნაპერწკალს, ანთებულს ჟინით, ინტერესით, მიზნისკენ სწრაფვით, მით უფრო ცხადად შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად კარგი მენეჯმენტი ჰყავს ორგანიზაციას და რამდენად დიდია ალბათობა იმის, რომ ეს ორგანიზაცია წარმატებას მიაღწევს.

შესაბამისად, რაც უფრო ჩამქრალია ძირითადად თანამშრომლების თვალები, უხალისო, უინტერესო, უიმედო – მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ამ ორგანიზაციას უკვე აქვს მართვაში სერიოზული პრობლემები და სავარაუდოდ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც ექნება მალე.

თუ ორგანიზაცია ადამიანების შემოქმედებით, ინტელექტუალურ რესურსს ვერ იყენებს, ის დიდ წარმატებებს ვეღარ მიაღწევს. იქ, სადაც თანამშრომლებს თვალებს ვერ უნთებენ, იქ ამ უძვირფასეს და უმნიშვნელოვანეს რესურსს, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ იყენებენ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება