ძალიან ბევრი ადამიანი იმას, რომ რაღაცას არ აკეთებს იმით ამართლებს, რომ ფული არ აქვს საკმარისი.
თუ სტრატეგია გვაქვს ისეთი, რომელიც გუნდის და გარემოს შესატყვისია და წარმატების მიღწევის გზას ცხადად გვიჩვენებს, ფულის შოვნა მისი განხორციელებისთვის ყოველთვის შეიძლება. არსებობენ ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, ვისაც შეუძლია და აინტერესებს ამ სტრატეგიის განხორციელებაში ფულადი რესურსებით დაგვეხმაროს.
უბრალოდ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიაც ვიპოვოთ და მისი საშუალებით ფულადი რესურსების შოვნაც მოვახერხოთ, საკმარისი ნებაა საჭირო. და რაც უფრო რთულია მიზანი, მით უფრო დიდი უნდა იყოს ნება, როგორც თვითონ გზების მოფიქრებისთვის, ისე ამ გზების განხორციელებისთვის საჭირო ძალების საკუთარ თავში საპოვნელად.