თითქმის ყველა მომხმარებელს, თუ მათ ამის საშუალებას მივცემთ, აქვთ სურვილი დაგვეხმარონ უკეთესად მოვემსახუროთ, ან მათთვის უფრო ხელსაყრელი და სასურველი პროდუქტი გვქონდეს. არადა ჩვენთვისაც, ვინც ამ პროდუქტს ან მომსახურებას ვქმნით ან ვყიდით ოქროს ფასი აქვს მომხმარებლის მხრიდან თუნდაც მინიშნებას, რა შევცვალოთ, რა გავაუმჯობესოთ ამისთვის.
ორგანიზაციების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ მომხმარებლის ამ მზაობის, უდიდესი რესურსის სწორად გამოყენებას, რის გამოც ბევრ შესაძლებლობას ვკარგავთ. ის, ვინც მეტად რთავს მათ, როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების განვითარების პროცესში, გაცილებით დიდ წარმატებებს აღწევს.