შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრება და მუშაობა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვიცოდეთ სად გადის ის, მუდმივად ვგრძნობდეთ თამასას, რომელზე ზემოთაც იმ მომენტში ახტომა არ შეგვიძლია. სწორედ ამ ზღვრის ცოდნა გვეხმარება ნელ-ნელა ეს თამასა ზევით და ზევით ავწიოთ და უფრო მეტის და მეტის გაკეთება შევძლოთ.
შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრება და მუშაობა გვეხმარება დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ ცხოვრებაში. ეს კი ალბათ ძალიან აადვილებს სიბერეს.