მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც გვამოტივირებს. არც დაძაბულობა, არც რეალურობა, არც სიცხადე არ არის ისე მნიშვნელოვანი მიზნისთვის, როგორც უნარი შეგვიქმნას მოტივაცია, მოგვცეს ძალა ყოველ დილას დამუხტული გამოვიდეთ სახლიდან და გაუჩერებლად დაუღალავად ვიმუშაოთ მისი მიღწევისთვის. ყველასთვის ეს მიზანი განსხვავდება მასშტაბში, ვადაში, პარამეტრებში, გემოვნებაზე და ამბიციებზეა დამოკიდებული ვის რა ამოტივირებს, მაგრამ ასეთი მიზანი ყველა ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს.
აი ჩვენ, მაგალითად, “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებს” გვაქვს მიზანი, 2030 წლისთვის ვიყოთ მილიარდიანი ფონდი, რომელიც 10 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ინვესტორს გააერთიანებს, რომელთაც იმ დროისთვის ინტერესი ექნებათ 200 ყველაზე დიდი კომპანიიდან 100-ში მაინც. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პრივილეგირებული აქციონერები ყოველწლიურად ინვესტიციაზე მინიმუმ 25%-ს მაინც იღებდნენ. ვიღაცისთვის ეს მიზნები შესაძლოა უტოპიურია, მაგრამ ჩვენ ისინი ძალიან გვამოტივირებს.
მიზანი კიდევ უფრო მეტად მამოტივირებელი ხდება, როდესაც მას ადეკლარირებ ღიად. საჯაროდ გაცხადებული მიზანი კიდევ უფრო ზრდის მათი მიღწევის სურვილსაც და პასუხისმგებლობასაც.