რაღაც თვალსაზრისით ორგანიზაცია ისეთი ურთიერთმომგებიანი შეთანხმებების ერთობლიობაა, რომელიც ბევრ მხარეს საერთო მიზნებისკენ მოძრაობის საშუალებას აძლევს. შეთანხმებები დამფუძნებლებს შორის, შეთანხმებები დმფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის, შეთანხმებები მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, ორგანიზაციასა და მომწოდებლებს შორის, ორგანიზაციასა და კლიენტებს შორის და ა.შ. რაც უფრო ჯანსაღია ეს შეთანხმებები, მით უფრო ჯანსაღია ორგანიზაციაც.
მთავარია მივხვდეთ, ვისთან და რაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ წარმატებული ორგანიზაცია ვიყოთ. და პრობლემები ან არასწორ მხარეებთან არასწორ შეთანხმებებში ან მათ დაუცველობაში უნდა ვეძებოთ პირველ რიგში.