გაასწორე ფოკუსი

მგონი ბრაიან ტრეისს აქვს ნათქვამი, თუ სწორად მახსოვს, რაც არ უნდა ძვირი იყოს კამერა, იაფს ვერ აჯობებს თუ იმაზე უკეთესად ფოკუსს არ გაასწორებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამ ფოკუსის გაუსწორებლად ვმოქმედებთ და ამის გამო ვერც ჩვენს ცოდნას, ვერც გამოცდილებას და უნარებს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ვერც ჩვენი უპირატესობებიდან ვიღებთ სათანადო შედეგს.

თუ მუდმივად შევძლებთ, მივხვდეთ რისი კეთებით ვქმნით ყველაზე მეტ სარგებელს და ვეცდებით ჩვენი დროის 80% ამის კეთებას დავუთმოთ, გაცილებით მკაფიო იქნება ფოკუსი და შედეგებიც ალბათ ბევრად უკეთესი გვექნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “გაასწორე ფოკუსი”


  1. გიორგი
    on Jul 4th, 2018
    @ 10:38

    თავისით უჭირთ დაფოკუსება, ამიტომ გაუხსენი “ფოკუსის გასწორების კლინიკა,” აი თვალის ფოკუსს რომ ასწორებენ, ჯერ დიდ და მერე პატარა სიმბოლოებს რომ გაჩვენებენ ცალ-ცალი თვალით, მერე თვალებში რომ ჩაგხედავენ და ბოლოს სათვალეს გამოგიწერენ: მარცხენა -1.25, მარჯვენა -1.75.. იკეთებ ამ სათვალეს და “ფოკუსი გასწორებულია”. აი, მასეთი ბიზნეს-კლინიკა ან ექსპრეს სერვისი გააკეთე და გაასწორებინე ხოლმე ფოკუსი წელიწადში ერთხელ. მოვლენ კომპანიები, თავის ბიზნესის მთავარ მიზნებზე, გამოწვევებზე, განხორციელების სტრატეგიებზე და მიმდინარე შედეგებზე მოგიყვებიან, შენ დიდ-პატარა კითხვებზე პასუხს გააცემინებ, სტრუქტურაში ჩახედავ და “ფოკუსს გაასწორებინებ”.. ისიც წავა შენი მორგებული სათვალით და 1 წლის თავზე ისევ გამოგივლის – ცოტათი არეული ფოკუსის ხელახლა გასასწორებლად..

    მიაწერე ერთ-ერთ ოთახს “ფოკუსის გასწორების კაბინეტი” და კიდევ “ბუნდოვნათ მხედველი ბიზნესების მიღება სამუშაო დღეებში 11:00 – 17:00, შესვენება 13:00-დან 14:0-მდე”.. ვსიო, ეგაა.. :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება