არიან ხელმძღვანელები, რომელთაც აქვთ უნარი, მოთმინებით დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უკეთესი გარემო ჩამოყალიბდება და როდესაც იმავე გადაწყვეტილებას სულაც სხვა ადამიანები როგორც თავისას თვითონვე მიიღებენ. ეს კიდევ უფრო ზრდის ამ გადაწყვეტილების არათუ მიღების, არამედ სწრაფადვე განხორციელების შანსებს. ასეთი ხელმძღვანელები შესაძლოა ნელა მოქმედებენ, მაგრამ გაცილებით უფრო შორს მიდიან და უფრო დიდ წარმატებასაც აღწევენ.
მოთმინებით დალოდების უნარი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული უნარია ხელმძღვანელისთვის. ისინი, ვისაც ეს უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული მუდმივად ჩქარობენ, თავსაც და სხვებსაც უაზროდ ღლიან და სტაბილურ შედეგებს მაინც ვერ აღწევენ.
მოგვიყევით განსაკუთრებული მოთმინებით დალოდების მაგალითები, თუ ეგეთი რამე გახსენდებათ, თქვენი ან თქვენი ნაცნობების გამოცდილებიდან.