პროფესიონალიზმი იმით იზომება, რამდენად კარგად აკეთებს ადამიანი მისი საქმის მისთვის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო ნაწილს

ყველა ადამიანი საკუთარი საქმის რაღაც ნაწილს განსაკუთრებული მონდომებით და ხარისხით აკეთებს. თითქმის ყველას აქვს რაღაც ნაწილი, რომელიც ძალიან მოსწონს, მონდომებით მუშაობს მასზე და განსაკუთრებით კარგადაც გამოსდის. ამ ადამიანების მიერ შექმნილ პროდუქტს ეს ნაწილი განსაკუთრებით ძლიერი აქვს, რაც ლოგიკურიცაა პრინციპში. მაგრამ ამ პროდუქტს ფასს და ღირებულებას უმცირებს საქმის ის ნაწილი, რომელსაც ავტორი ნაკლები მონდომებით, ნაკლები ხალისითა და სიამოვნებით აკეთებს. სწორედ იმის მიხედვით ამ ნაწილს, ვინ როგორი ხარისხით აკეთებს, მისი საბოლოო პროდუქტი გამოდის უფრო პროფესიონალური და ხარისხიანი.

შესაბამისად საბოლოო პროდუქტიც იმას უფრო სრულყოფილი აქვს, ვინც მისთვის საქმის ყველაზე არასასიამოვნო ნაწილს უფრო მონდომებით და პროფესიონალურად ასრულებს. და პროფესიონალიზმის ხარისხიც სწორედ საქმის ამ ნაწილით ფასდება ყველაზე უფრო უკეთესად და არა იმ ნაწილით, რომელსაც უფრო მეტი სიამოვნებით და მონდომებით ვაკეთებთ.

თქვენ გაქვთ თქვენი საქმის ნაწილი, რომელიც არ გიყვართ? და როგორ ახერხებთ მაინც მონდომებით იმუშაოთ მათზე, გაგვიზიარეთ გამოცდილება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “პროფესიონალიზმი იმით იზომება, რამდენად კარგად აკეთებს ადამიანი მისი საქმის მისთვის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო ნაწილს”


  1. დათო
    on Jul 11th, 2018
    @ 20:52

    საკმაოდ ხშირად მიწევდა არასასიამოვნო ნაწილის კეთება და მართლაც ყველაზე დიდი ყურადღებაც და დროც მიდიოდა ამ არასასიამოვნო ნაწილზე. გზა რომელიც მე ვიპოვე, 2 სხვადასხვა შემთხვევაში შემდეგია:

    1. არასასიამოვნო ნაწილის დავალება კონკრეტული მიმართულების პროფესიონალზე, მაგალითისთვის – ახალი თანამშრომელი ან გარე რესურსი (ეგრედწოდებული outsource)

    2. ეს ბევრად უფრო რთული გზა – როგორც უარის თქმისაკრძალვა, სიზარმაცის დაძლევა და თუ ეს საბოლოო პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილია – იმ უნარჩვევის გამომუშავება, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება! მაგალითი – მეზარებოდა სიკვდილივით საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებაზე ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების კითხვა, თითქოს გზა იყო ახალი თანამშრომელი ან გარე რესურსი (ეგრედწოდებული outsource), მაგრამ გარკვეულ პერიოდში, მათი კითხვის საჭიროება, გარდაუვალი იყო. ამიტომ გამოვნახე, სწორი დრო, სწორი ადგილი და მოვერგე ამ პროცესისგან სიამოვნების თუ არა, კმაყოფილების მიღებას მაინც და დავძლიე, მოვერიე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება