კომპანიები ხშირად ფინანსურ პრობლემებში ვვარდებით იმის გამო, რომ არ ვმიჯნავთ ერთმანეთისგან ფულს და მოგებას და ცალ-ცალკე არ ვზრუნავთ მათ საკმარისობაზე. არადა შეიძლება, ფული გვქონდეს, მაგრამ ზარალზე ვიყოთ, ან მოგებაზე ვიყოთ, მაგრამ ფული არ გვქონდეს.
მხოლოდ ამ ორი სიდიდის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ანალიზი, დაგეგმვა და მართვა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ფინანსური პრობლემები და ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობა უზრუნველვყოთ.
მაშინაც კი, თუ ორგანიზაცია ზარალზეა, თუ მას ფულის წყარო აქვს მოკლევადიანად არაფერი სირთულეები არ ელოდება. მაგრამ თუ საშუალო და გრძელ ვადაში მომგებიანობა არ გაიზრდება, როდესღაც ეს ფულის წყაროზეც აუცილებლად მოახდენს გავლენას.